მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
25 Nov 2021

2021 წლის 25 ნოემბერს, 17:00 საათზე აკადემიაში ჩატარდება საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელიც მიეძღვნება სმენადაქვეითებული  ბავშვების კოგნიტობის ფუნქციას, კერძოდ სმენის დაქვეითების  ყველაზე ხშირ მიზეზებს ბავშვთა ასაკში, მათ
პრევენციასა და დროულ მართვას.
პირველი მოხსენება ეძღვნება კოხლეარული იმპლანტაციის და სასმენი აპარატის გავლენას სმენადაქვეითებული ბავშვების კოგნიტობის ფუნქციაზე. წარმოდგენილი იქნება საქართველოში ჩატარებული სამეცნიერო კვლევის
შედეგები სმენადაქვეითებული ბავშვების კოგნიტური ფუნქციის შესახებ.  მეორე მოხსენება გააანალიზებს საქართველოში სმენადაქვეითებული ბავშვების მართვაში არსებულ პრობლემებს და აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებს.

მოსაწვევი