2023 წლის 7 თებერვალს 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, გიწვევთ დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე.
კონფერენციის პროგრამა:
კონფერენციის გახსნა – გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი;
მომხსენებელი:
დავით აღმაშენებელი – კავკასიის შემკრები (გამაერთიანებელი) – როინ მეტრეველი, აკადემიკოსი;
გამოსვლები:
დავით აღმაშენებლის ეპოქის სამხედრო ხელოვნება – ჯაბა სამუშია, აკადემიკოსი;
დავით აღმაშენებელი – ნაკლული ბიოგრაფია – ბუბა კუდავა, პროფესორი;
„რამდენიმე მოსაზრება ხელმეორედ მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით (XI–XII საუკუნეები) – გ. ბახტაძე, პროფესორი;
დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკა – სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი.
მისამართი: რუსთაველის გამზ. 52; მე-5 სართულის დარბაზი.