საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-სკოლა „აფხაზეთის კონფლიქტი: სამეცნიერო ინოვაციები მშვიდობის მშენებლობაში

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-სკოლა „აფხაზეთის კონფლიქტი: სამეცნიერო ინოვაციები მშვიდობის მშენებლობაში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
8-12 ნოემბერი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-სკოლა „აფხაზეთის კონფლიქტი: სამეცნიერო ინოვაციები მშვიდობის მშენებლობაში“
8-12 ნოემბერი
კონფერენცია-სკოლის მთავარი მიზანია – მეცნიერების ინტერდისციპლინური პოტენციალის ინტეგრაცია სამშვიდობო პროცესში და აფხაზეთის კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა. მკვლევართა თაობებს შორის ეფექტური თანამშრომლობის განვითარება. კონფერენციაზე შეკრებილი მეცნიერები ეცდებიან შეიტანონ თავისი წვლილი სამშვიდობო პროცესის ეფექტურობის ზრდაში. კონფერენცია წარმოადგენს სახელმწიფო და არასახელმწიფო სამეცნიერო, სასწავლო, საჯარო, ბიზნეს, მასმედიის და საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერსექტორალური თანამშრომლობის მაგალითს.

პროგრამა

7.11.2019 (ხუთშ) სტუმრების მიღება, განთავსება და ვახშამი

8.11.2019 – (პარასკევი)
10.00 -11.00 – რეგისტრაცია
11.00-11.45 – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდ დარბაზში კონფერენციის გახსნა
11.45 – 12.30 – პლენარული სხდომა I /აფხაზეთი – პოზიტიური ისტორიოგრაფიის კონტექსტში
12.30 -13.00 – შესვენება და „მშვიდობის მუზეუმის“ ფოტოექსპოზიციის დათვალიერება
13.00 – 14.30 – პლენარული სხდომა II / აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი – პრობლემები და ალტერნატიული შესაძლებლობები
14.30 – 15.30 – ლანჩი
15.30 – 17.00 – პლენარული სხდომა III/ აფხაზეთი – საერთო რისკები, გამოწვევები, საფრთხეები
17.30 – 19.00 – მასტერკლასები ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

9.11.2019 – (შაბ)

9.00 – 12.00 – მასტერკლასები ახალგაზრდა მეცნიერებისათვის
12.00 – 13.30 – პლენარული სხდომა IV – საერთაშოსრისო სამოქალაქო საზოგადოების რესურსები სამშვიდობო პროცესისათვის
14.00 -15.30 – პლენარული სხდომა V – კონფლიქტის მსხვერპლი და მისი როლი სამშვიდობო პროცესში – სამედიცინო დიპლომატიის შესაძლებლობები
16.30 – 18.00 პლენარული სხდომა VI – საერთო ეკონომიკური ზარალი და სამშვიდობო პროცესის ეკონომიკა
18.00 – 20.00 – მასტერკლასები ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

10.11.2019 – (კვირა)
8.00 -13.30 – გამგზავრება ქუთაისში. (აფხაზეთის ისტორია – „სამგზავრო ლექციები“). ბაგრატის ტაძრის მონახულება.
14.00 – 15.30 – პლენარული სხდომა VII გელათის აკადემიაში – „კავკასიური ტრადიციების შესაძლებლობები სამშვიდო პროცესში“
16.00 – 17.30 მასტერ-კლასები
კულტურული პროგრამა – „აკადემიური პიკნიკი“ – აფხაზური სუფრა
დაბრუნება თბილისში

11.11.2019 – (ორშ)
10.00 – 11.30 – პლენარული სხდომა VIII – ეკლესიის როლი კონფლიქტის მოგვარებაში
12.00 – 13.30 – პლენარული სხდომა IX – მეცნიერების, განათლების, სპორტის და კულტურის შესაძლებლობები
14.00 – 20.00 მასტერ-კლასები

12.11.2019 – (სამშ)
9.00 – 18.00 – მასტერკლასები
18.00 – 19.30 – პლენარული სხდომა X – აფხაზეთის კვლევებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა – პრობლემები და პერსპექტივები.
კონფერენცია-სკოლის შეჯამება, სერტიფიკატების გაცემა

კონფერენციის სამუშაო ენა იქნება ქართულ-ინგლისური. კონფერენციის პლენარული სხდომები, სიმპოზიუმები და საჯარო ლექციები უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანით, თარჯიმნები მოემსახურებიან ასევე კულტურულ ღონისძიებებს.

კონფერენციის მთავარი ორგანიზატორია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი/კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია და მისი პარტნიორი – ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია.
საკონტაქტო პირი: ალექსანდრე რუსეცკი
ტელ: 555 12 23 75
ელ-ფოსტა: alex_scirs@yahoo.com