მისამართი

ე. მინდელის ქ. №10, თბილისი - 0186

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995 32) 237 02 67

@: tavadzeg@gmail.com

თავაძე გიორგი

აკადემიკოსი

დირექტორი
სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი

ბიოგრაფია

სპეციალობა: არაორგანული მასალათმცოდნეობა და ტექნოლოგიები.

სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმრთულებაა – მაღალტემპერატურული სწრაფად მიმდინარე პროცესების კვლევა, სპეციალური თვისებების მქონე არაორგანული მასალების მიღება ლითონური ნალღობიდან სწრაფად წრთობისა და თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის (თმს) მეთოდით.

  • ამ მიმართულებით ჩატარებულია ფართო მასშტაბიანი მეცნიერული და ტექნოლოგიური კვლევები და მი-ღებულია ახალი კლასის კერამიკული, ლითონკერამიკული, გრადიენტული და კომპოზიტური მასალების მთელი კლასი.

შემუშავებულია სრულიად ახალი ტექნოლოგიური მიმართულებები:

  • თმს-ელექტროგლინვა, რომელიც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას პრაქტიკულად შეუზღუდავი ზომების მქონე ნაკეთობები კომპოზიციური და სალი მასალების (კარბიდები, ბორიდები, ნიტრიდები და სხვ.) ფუძეზე;
  • ერთერთი საინტერესო მიმართულებაა თმს და აფეთქებით რეაქციული ნარევების დაწნეხვის ტექნოლოგიების ერთდროულად ჩატარება.
  • პირველადაა დამუშავებული თმს მეთოდით ფეროშენადნობთა მიღების ტექნოლოგიის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები.

გამოქვეყნებული შრომების საერთო რაოდენობა:
140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2015

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2009

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 2002

    პროფესორი

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  4. 1995

    ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
  5. 1976

    ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი

    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
  6. 1968-1971

    ასპირანტი

    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
  7. 2003

    სემინარი-თრენინგი ეროვნულ პოლიტიკაზე, კონფერენციები სტანდარტიზაციაზე, მეთოდოლოგიასა და სერტიფიცირებაზე

    რუსეთის ფედერაციის სტანდარტიზაციის, მეთოდოლოგიისა და სერტიფიცირების აკადემია (საქართველოს ოფისი)
  8. 2001

    თრეინინგი უსაფრთხოების საკითხებზე. თავდაცვის ეკონომიკა, თავდაცვის მრეწველობა და სახელმწიფო. გარნიშ-პარტენკირხენი, გერმანია

    ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრი
  9. 1961-1967

    უმაღლესი

    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მეტალურგიის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2007 - დღემდე
    დირექტორი
    სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი
  2. 2006-2007
    დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
    სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი
  3. 2003-2004
    ცენტრის ხელმძღვანელი
    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრი
  4. 1999
    პროფესორი
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  5. 1998-2002
    უფროსი
    საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების მთავარი სამმართველო
  6. 1997-2005
    საქართველოს ეროვნული კოორდინატორი
    ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კვლევებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციისა და სახმელეთო შეიარაღების ჯგუფი
  7. 1992-2004
    უფროსი
    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური სამმართველო
  8. 1986-2006
    ლაბორატორიის გამგე
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი ლაბორატორია
  9. 1967-1986
    უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი
  10. 1961-1963
    ლაბორანტი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი

პრემიები, ჯილდოები და სხვა მიღწევები

  • 2017
    უკრაინის ეროვნული აკადემიის ვ.ი. ვერნადსკის სახელობის ოქროს მედალი
  • 2013
    გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • 1998
    საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების დარგში)
  • 1996
    ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი