მისამართი

თამარაშვილის ქ. № 6, თბილისი - 0186

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 599 13 84 11

@: kokil@rmi.ge

კოკილაშვილი ვახტანგ

აკადემიკოსი

მათემატიკური ანალიზის განყოფილების გამგე
ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი

ბიოგრაფია

მათემატიკა (მათემატიკური ანალიზი, ფუნქციონალური ანალიზი, კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალურ განტოლებათა თეორია)

სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: თანამედროვე ანალიზი ზომიან მეტრიკულ (კვაზიმეტრიკულ სივრცეებში, ახალ ბანახის არასტანდარტულ ფუნქციურ სივრცეებში ჰარმონიული ანალიზის ფუნდამენტური ინტეგრალური ოპერატორების შემოსაზღვრულობის პრობლემები, წონების თეორია და მისი გამოყენებები, მრავლადწრფივი ინტეგრალური ოპერატორების შემოსაზღვრულობისა და კომპაქტურობის გამოკვლევა, ოპერატორთა ინტერპოლაციისა და ექსტრაპოლაციის პრობლემები, აპროქსიმაციის თეორია, ანალიზურ და განზოგადებულ (ი. ვეკუას აზრით) ფუნქციათა სასაზღვრო ამოცანები, სახელდობრ, რიმანის, რიმან-ჰილბერტისა და რიმან-ჰილბერტ-პუანკარეს სასაზღვრო ამოცანები რთული გეომეტრიული ბუნების არეებში, არადივერგენცული კერძოწარმოებულებიანი ელიფსური დიფერენციალური განტოლების რეგულარობის პრობლემები.

სამეცნიერო ინტერესების სფერო: წრფივი და არაწრფივი ჰარმონიული ანალიზი, ფუნქციათა აპროქსიმაციის თეორია, ანალიზურ და ჰარმონიულ ფუნქციათა სასაზღვრო ამოცანები.

გამოქვეყნებული ნაშრომების რაოდენობა – 246

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2013

    აკდემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 1997

    წევრ - კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 1981

    ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი

    ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  4. 1963

    ფიზ.-მათ. მეცნიერებათა კანდიდატი

    ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  5. 1959-1962

    ასპირანტი

    ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  6. 1954-1959

    უმაღლესი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2014-2019
    მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 1990 - დღემდე
    კომპლექსური ანალიზის,ხოლო შემდგომ მათემატიკური ანალიზის განყოფილების გამგე
    ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  3. 2001 - დღემდე
    მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
    ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  4. 1989-2006
    დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში
    ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  5. 1986-2001
    წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი
    ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  6. 1966-1986
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
  7. 1963-1966
    უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი
    ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი

პრემიები, ჯილდოები და სხვა მიღწევები

  • 1985
    ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია