მისამართი

შ. რუსთაველის გამზირი №52, თბილისი - 0108

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 32 299 81 50

@: t.gamkrelidze@science.org.ge

გამყრელიძე თამაზ

აკადემიკოსი

საპატიო პრეზიდენტი
„ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემისა და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის ხელმძღვანელი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

ბიოგრაფია

კვლევის სფეროები: ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება, გრამატოლოგია (დამწერლობათმცოდნეობა), სემიოტიკა, ენათმეცნიერების თეორიული და პრაქტიკული პრობლემები.

იკვლევს კულტურის ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლური ენების, ინდო-ევროპული, სემიტური, ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს;

მრავალი ფუნდამენტური ნაშრომი გამოცემულია ქართულსა და უცხოურ ენებზე.

200 სამეცნიერო ნაშრომისა და 12 მონოგრაფიის ავტორი.

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 1974

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  2. 1984

    აკადემიკოსი

    რუსეთის მეცნიერებათა აკადემია
  3. 1967

    წევრ-კორესპონდენტი

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  4. 1963

    ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  5. 1956

    ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2013 - დღემდე
    საპატიო პრეზიდენტი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2013 - დღემდე
    აკად. გ. წერეთლის სახ. „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური გამოცემის და „ქართული ენის თესაურუსის“ კომიტეტის ხელმძღვანელი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  3. 2008 - დღემდე
    ხელმძღვანელი
    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  4. 2005-2013
    პრეზიდენტი
    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  5. 2003-2005
    აკადემიკოს-მდივანი
    ენისა და ლიტერატურის განყოფილება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  6. 2000 - დღემდე
    საპატიო დირექტორი და სამეცნიერო მრჩეველი
    აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
  7. 1999 - დღემდე
    გამგე
    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა
  8. 1973-2000
    დირექტორი
    აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
  9. 1964-2004
    გამგე
    სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრა, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  10. 1953-1960
    მეცნიერი თანამშრომელი
    ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

პრემიები, ჯილდოები და სხვა მიღწევები

  • 2000
    საპატიო მოქალაქე
    ქ. თბილისი
  • 1999
    ღირსების ორდენი
  • 1990
    ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატი
  • 1989
    ალექსანდრე ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი,
    გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
  • 1988
    ლენინური პრემიის ლაურეატი
    მეცნიერების დარგში, სსრკ