მისამართი

აღმაშენებლის ხეივანი # 240, თბილისი

საკონტაქტო ინფორმაცია

T: (+995) 599 15 92 09

@: r.katsarava@agruni.edu.ge

რამაზ ქაცარავა

აკადემიკოსი

დირექტორი
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტი

სამეცნიერო ინტერესების სფეროები: პოლიმერების სინთეზის ახალი – “აქტივირებული” და “აქტივირებულ-სილილური” პოლიკონდენსაციური მეთოდების შექმნა, “სილილური” და „კლიკ“ პოლიკონდენსა­ცი­ების განვითარება. პოლიკონდენსაციის ახალი მეთოდების გამოყენებით სხვადასხვა კლასის ჰეტეროჯაჭვური პოლიმერების (პოლიამიდები, პოლიესტერები, პოლიურეთანები, პოლიშარდოვანები, პოლი­ჰტერო­არილენები და ა.შ.) სინთეზი. ბუნებრივი და არატოქსიკური საშენი ბლოკების საფუძველზე, როგორებიცაა a-ამინომჟავები, a-ჰიდროქსიმჟავები, მაღალი რიგის დიკარბომჟავები და დიოლები ახალი ბიოდეგრადირებადი და ბიოშეთავსებადი (ბიოასიმილირებადი) პოლიმერების (პოლიესტერამიდები, პოლიესტერურეთანები, პოლიშარდოვანები, და მათი თანაპოლიმერები, ფუნქციური, უჯერი და წყალში ხსნადი პოლიმერები, ჰიდროგელები და ა.შ.) – ე.წ.   ფსევდოპროტეინების – მიღება და კვლევა. ფსევდოპროტეინების, როგორც განწოვადი ქირურგიული მასალების, წამლის კონტროლირებადი  მიმწოდებელი/გამომყოფი სისტემების, ხელოვნური ორგანოების და ა.შ. პრაქტიკული გამოყენება.

გამოქვეყნებული შრომების რაოდენობა: 450

განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება

  1. 2019

    აკადემიკოსი

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 1988

    ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

  3. 1971

    ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი

  4. 1966-1969

    ასპირანტი

    მოსკოვის დ.ი.მენდელეევის სახ. ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი
  5. 1960-1966

    უმაღლესი

    საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი

დაკავებული თანამდებობები

  1. 2013 - დღემდე
    დირექტორი
    აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტი
  2. 2009-2013
    დირექტორი
    სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტი
  3. 1997 - დღემდე
    ხელმძღვანელი
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოტექნოლოგიისა და ბიოინჟინერიის კვლევითი ცენტრი
  4. 1993 - დღემდე
    პროფესორი
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  5. 1986-1998
    ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტი
  6. 1974-1986
    უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტი
  7. 1970-1973
    მეცნიერი თანამშრომელი
    სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა.ნ.ნესმეიანოვის სახ. ელემენტორგანულ ნაერთთა ინსტიტუტი (მოსკოვი)
  8. 1966
    მეცნიერი თანამშრომელი
    პ. მელიქიშვილის სახ.ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი

ჯილდოები, პრემიები და სხვა დამსახურებები

  • 2018
    სვანტე არენიუსის საერთაშორისო პრიზი
    (Word Forum “Polychar)
  • 2017
    წლის საუკეთესო მეცნიერი
    (მიენიჭა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ)
  • 2007
    ოქროს მედალი
    ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაცია (WIPO)
  • 1999
    ღირსების ორდენი