საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე

ISSN - 0132 - 1447

 

აღწერილობა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „მოამბე“ არის მრავალდარგოვანი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც გამოდის სამ თვეში ერთხელ. „მოამბე“-ში იბეჭდება სამეცნიერო სტატიები ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში: მათემატიკური და ფიზიკური მეცნიერებანი, საინჟინრო, აგრარული და გარემოსდაცვითი, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები.

სარედაქციო საბჭოს თხოვნით ჟურნალში იბეჭდება განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო მოხსენებები და კომენტარები.

მეგზური ავტორთათვის

  1. წარმოდგენილი სტატია დაბეჭდილი უნდა იყოს A4 ფორმატის თეთრ ქაღალდზე ორი ინტერვალით, შრიფტი 14, ზედა და ქვედა არეები – 20-20 მმ, გვერდითი არეები – 30-30 მმ. სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ნაბეჭდ გვერდს, ფორმულების, ცხრილებისა და სურათების ჩათვლით.

  2. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე მთავარი რედაქტორის სახელზე. სტატიას უნდა ახლდეს აგრეთვე:
    • ცნობები ავტორის (ავტორების) შესახებ, მოცემულ შრომაში მისი წვლილის აღნიშვნით;
    • აკადემიის წევრის წარდგინება და ორი კვალიფიციური რეცენზია სხვადასხვა ინსტიტუტიდან (თუ ავტორი არ არის აკადემიის წევრი); მიმართვა რედაქციის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით იმ დაწესებულებიდან, სადაც შესრულებულია შრომა.
    სტატიას განიხილავს სარედაქციო საბჭო და გადაწყვეტს მისი გამოქვეყნება-არგამოქვეყნების საკითხს.

  3. სტატია უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით::
    • მეცნიერების დარგი;
    • სტატიის სათაური;
    • ავტორის (ავტორების) სრული სახელი და გვარი;
    • სამუშაო ადგილი;
    • ნაშრომის წარმომდგენი აკადემიის წევრის გვარი;
    • რეზიუმე (250 სიტყვა);
    • საკვანძო სიტყვები;
    • ტექსტი. ტექსტის ბოლოს დაფინანსების წყაროს და მადლობების ჩამონათვალი;
    • ინგლისური ტექსტის შემდეგ რეზიუმე ქართულ ენაზე (გაფორმებული იმავე თანმიმდევრობით, როგორც ინგლისური ტექსტი), მოცულობა ერთ გვერდამდე;
    • დამოწმებული ლიტერატურის სია უნდა დალაგდეს ტექსტში ციტირების მიმდევრობის მიხედვით (ლიტერატურა ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს ციფრებით კვადრატულ ფრჩხილებში);
    • ნახაზები და ცხრილები მოცემული უნდა იყოს ცალკე გვერდებზე. ფოტოები – ორიგინალის სახით;
    • სურათებს უნდა ახლდეს წარწერები;
    • სტატიის ბოლო გვერდზე უნდა იყოს ყველა ავტორის ხელმოწერა (გარკვევით).

  4. ელექტრონული ვერსია: CD-ROM, შრიფტი Times New Roman. ტექსტი: Word, Word Perfect, RTF. ფორმულები შესრულებული უნდა იყოს MathType 6.0 equation პროგრამის გამოყენებით. ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ფაილად, ნახაზები უნდა შესრულდეს TIFF, EPS, JPEG (არანაკლებ 300 dpi), ცხრილები: Word, Word Perfect, RTF.

  5. სტატიის ტიპოგრაფიული თუ ელექტრონული სახით გამოქვეყნებაზე ავტორმა უნდა განაცხადოს თანხმობა; მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება. სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული. ავტორს შეუძლია ნიმუშად გამოიყენოს ჟურნალის რომელიმე ნომერი.

  6. რუსული ტექსტის ტრანსლიტერაცია მოცემულია ასოებით კონგრესის ბიბლიოთეკის სისტემის მიხედვით.

  7. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა.

 

ახალი სერია

2007 Vol.1
2008 Vol.2
2009 Vol.3
2010 Vol.4
2011 Vol.5

2012 Vol.6
2013 Vol.7
2014 Vol.8
2015 Vol.9
2016 Vol.10

2017 Vol.11
2018 Vol.12
2019 Vol.13
 

არქივი

ადრეული გამოცემების არქივი (მხოლოდ საძიებლები)

1996
1997
1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
 

დაგვიკავშირდით

დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ელფოსტით ან გვეწვიეთ ჩვენს ოფისში

ჩანაცვლდება Google რუკით.

გვეწვიეთ

52, რუსთაველის გამზირი
0108 თბილისი

დაგვირეკეთ

995 32 299 75 93
995 32 299 88 91

მოგვწერეთ