საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის მოამბე

ISSN – 0132 – 1447
(NEW SERIES)
kda-daxrili

აღწერილობა

«საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე» არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოცემა, რომელიც აქვეყნებს ორიგინალურ ნაშრომებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგში: მათემატიკასა და ფიზიკურ მეცნიერებებში, გეოლოგიასა და ქიმიურ მეცნიერებებში, ბიოლოგიასა და სამედიცინო მეცნიერებებში, საინჟინრო და გამოყენებით მეცნიერებებში, გარემოს დაცვისა და სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებებში, ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებში.

«საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე» (2007 წლიდან) არის «საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის» (დაარსდა 1940 წელს) ახალი სერია.

მიზნები და ამოცანები

«საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე» აქვეყნებს აკადემიის წევრებისა და უცხოელი ავტორების მნიშვნელოვან სამეცნიერო შრომებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ჟურნალი ასევე იღებს გამოსაქვეყნებლად მაღალკვალიფიციურ ორიგინალურ კვლევის შედეგებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის წარდგინების და რეცენზირების შემდეგ. სტატიას განიხილავს სარედაქციო საბჭო და გადაწყვეტს მისი გამოქვეყნება/არგამოქვეყნების საკითხს.

პერიოდულობა

2009 წლიდან ჟურნალი გამოდის წელიწადში სამი ტომი: ყოველი მომდევნო ტომი მიმდინარე წლის აპრილის, აგვისტოს და დეკემბრის ბოლოს.

მეგზური ავტორთათვის

1. წარმოდგენილი სტატია დაბეჭდილი უნდა იყოს A4 ფორმატის თეთრ ქაღალდზე ორი ინტერვალით, ზედა და ქვედა არეები – 20-20 მმ, გვერდითი არეები – 30-30 მმ. სტატიის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 12 ნაბეჭდ გვერდს, ფორმულების, ცხრილებისა და სურათების ჩათვლით.

2. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე მთავარი რედაქტორის სახელზე. სტატიას უნდა ახლდეს აგრეთვე:

  • ცნობები ავტორის (ავტორების) შესახებ, მოცემულ შრომაში მისი წვლილის აღნიშვნით;
  • აკადემიის წევრის წარდგინება ან ორი კვალიფიციური რეცენზია სხვადასხვა ინსტიტუტიდან (თუ ავტორი არ არის აკადემიის წევრი); მიმართვა რედაქციის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით იმ დაწესებულებიდან, სადაც შესრულებულია შრომა;

სტატიას განიხილავს სარედაქციო საბჭო და გადაწყვეტს მისი გამოქვეყნება-არგამოქვეყნების საკითხს.

3. სტატია უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით:

  • მეცნიერების დარგი;
  • სტატიის სათაური;
  • ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი;
  • სამუშაო ადგილი, საფოსტო მისამართი, ელექტრ. ფოსტა;
  • ნაშრომის წარმომდგენი აკადემიის წევრის გვარი;
  • რეზიუმე;
  • საკვანძო სიტყვები;
  • ტექსტი. ტექსტის ბოლოს დაფინანსების წყაროს და მადლობების ჩამონათვალი;
  • ინგლისური ტექსტის შემდეგ რეზიუმე ქართულ ენაზე (გაფორმებული იმავე თანმიმდევრობით, როგორც ინგლისური ტექსტი), მოცულობა ერთ გვერდამდე;
  • დამოწმებული ლიტერატურის სია უნდა დალაგდეს ტექსტში ციტირების მიმდევრობის მიხედვით (ლიტერატურა ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს ციფრებით კვადრატულ ფრჩხილებში);
  • ნახაზები და ცხრილები მოცემული უნდა იყოს ცალკე გვერდებზე. ფოტოები – ორიგინალის სახით;
  • სურათებს უნდა ახლდეს წარწერები;
  • სტატიის ბოლო გვერდზე უნდა იყოს ყველა ავტორის ხელმოწერა (გარკვევით).

4. ელექტრონული ვერსია: CD-ROM, შრიფტი Srifti Times New Roman. ტექსტი: Supply – Word, Word Perfect, RTF. ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ფაილად, ნახაზები უნდა შესრულდეს TIFF, EPS, მაღალი ხარისხის PDF, JPEG, ცხრილები: Word, Word Perfect, RTF.

5. სტატიის ტიპოგრაფიული თუ ელექტრონული სახით გამოქვეყნებაზე ავტორმა უნდა განაცხადოს თანხმობა;

  • მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება.
  • სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული.
  • ავტორს შეუძლია ნიმუშად გამოიყენოს ჟურნალის რომელიმე ნომერი.

6. რუსული ტექსტის ტრანსლიტერაცია მოცემულია ლათინური ასოებით კონგრესის ბიბლიოთეკის სისტემის მიხედვით.

7. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა.

მისამართი: «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია»
52, რუსთაველის გამზირი, 0108 თბილისი
ტელ. 995 32 99 75 93, 995 32 99 88 23
ფაქსი 995 32 99 88 91

E-mail: bullgnas@gmail.com, bulletin@science.org.ge

*   *   *

 

2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
ტომი 1, N1 ტომი 2, N1 ტომი 3, N1 ტომი 4, N1 ტომი 5, N1 ტომი 6, N1 ტომი 7, N1 ტომი 8, N1 ტომი 9, N1
ტომი 1, N2 ტომი 2, N2 ტომი 3, N2 ტომი 4, N2 ტომი 5, N2 ტომი 6, N2 ტომი 7, N2 ტომი 8, N2 ტომი 9, N2
ტომი 1, N3 ტომი 2, N3 ტომი 3, N3 ტომი 4, N3 ტომი 5, N3 ტომი 6, N3 ტომი 7, N3 ტომი 8, N3 ტომი 9, N3
ტომი 1, N4 ტომი 2, N4
2016  2017
ტომი 10, N1 ტომი 11, N1
ტომი 10, N2 ტომი 11, N2
ტომი 10, N3
ტომი 10, N4

 

 satitulo-new  board-new

*   *   *

 

1996 1997 1998 1999 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006
V.153 n.1
V.153 n.2
V.153 n.3
V.154 n.1
V.154 n.2
V.154 n.3
V.155 n.1
V.155 n.2
V.155 n.3
V.156 n.1
V.156 n.2
V.156 n.3
V.157 n.1
V.157 n.2
V.157 n.3
V.158 n.1
V.158 n.2
V.158 n.3
V.159 n.1
V.159 n.2
V.159 n.3
V.160 n.1
V.160 n.2
V.160 n.3
V.161 n.1
V.161 n.2
V.161 n.3
V.162 n.1
V.162 n.2
V.162 n.3
V.162 n.4
V.163 n.1
V.163 n.2
V.163 n.3
V.164 n.1
V.164 n.2
V.164 n.3
V.165 n.1
V.165 n.2
V.165 n.3
V.166 n.1
V.166 n.2
V.166 n.3
V.167 n.1
V.167 n.2
V.167n.3
V.168n.1
V.168n.2
V.168n.3
V.169n.1
V.169n.2
V.169n.3
V.170n.1
V.170n.2
V.170n.3
V.171n.1
V.171n.2
V.171n.3
V.172n.1
V.172n.2
V.172n.3
V.173n.1
V.173n.2
V.173n.3
V.174n.1
V.174n.2
V.174n.3

 

 satitulo-old board-old
Facebook IconYouTube IconVisit us at Google+