ექსპორტი

ჩაამატეთ ზედა კოდი skin.less ფაილში, რომლის მოძიებაც css დასტაში შეგიძლიათ. ჩაანაცვლეთ Skin პარამეტრები.

მუქი გარსი

თუ მუქი გარსი შეარჩიეთ, არ დაგავიწყდეთ dark კლასის დამტება <body> სექციაში index.php ფაილში.

ნავიგაციის სტენდის პოზიცია

თუ მარჯვენა ნავიგაცია შეარჩიეთ, დაამატეთ sbright კლასი <div> სექციაში id-ით #sidebar ფაილში index.php.

თუ მარცხენა ნავიგაცია შეარჩიეთ, დაამატეთ sbleft კლასი <div> სექციაში id-ით #sidebar ფაილში index.php.

/!\ არ დაგავიწყდეთ #sidebar და #main-content სექციების პოზიციების გაცვლა!(იხილეთ დოკუმენტაცია).

×

გამართვა


თამაზ გამყრელიძე


აკადემიკოსი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე

2005-2013 - «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის» პრეზიდენტი

2013 წლიდან - «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის» საპატიო პრეზიდენტი

აკად. თამაზ გამყრელიძე იკვლევს კულტურის ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლური ენების, ინდო-ევროპული, სემიტური, ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს; აკად. თამაზ გამყრელიძის მრავალი ფუნდამენტური ნაშრომი გამოცემულია ქართულსა და უცხოურ ენებზე.

პირადი მონაცემები

დაბადების თარიღი
1929 წლის 23 ოქტომბერი, ქ. ქუთაისი
განათლება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1952 წ.
აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი
ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის განხრით

კვლევის სფეროები და ენები

მეცნიერებები

კულტურის ისტორია
Expert
აღმოსავლეთმცოდნეობა
Expert
ენების სტრუქტურა
Expert
თეორიული ენათმეცნიერება
Expert

ენები

ენების ცოდნა
ქართული ძველი ბერძნული ლათინური ინგლისური რუსული გერმანული იტალიური ...
კვლევის ენები
ინდო-ევროპული ქართველური სემიტური ...

საქმიანობა (კარიერა)

2013 წლიდან

«საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის» საპატიო პრეზიდენტი

დაწკაპეთ ფოტო გსახსნელად

2005 - 2013

«საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის» პრეზიდენტი

დაწკაპეთ ფოტო გსახსნელად

1973 - 2005

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი

შემდგომ - საპატიო დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

1999 წლიდან

ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის გამგე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1988 - 1994

საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "Вопросы Языкознания"-ს მთავარი რედაქტორი

დაწკაპეთ ფოტო გსახსნელად

1987

«ფონეტიკურ მეცნიერებათა XI საერთაშორისო კონგრესის» პრეზიდენტი

ქ. ტალინი, ესტონეთი

1984 წლიდან

საკავშირო (ამჟამად - რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

დაწკაპეთ ფოტო გსახსნელად

1979

საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

1974

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

1967 წლიდან

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

დაწკაპეთ ფოტო გსახსნელად

1966 წლიდან

სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უცხოური აკადემიები

1979, ბოსტონი

«ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის» უცხოელი საპატიო წევრი

1980, ლონდონი

«ბრიტანეთის აკადემიის» კორესპონდენტი წევრი

1983, ვენა

«ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის» კორესპონდენტი წევრი

1984, მოსკოვი

საკავშირო (ამჟამად - რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

1988, ლაიფციგი

«საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის» უცხოელი წევრი

2006, ვაშინგტონი

«ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის» უცხოელი წევრი

«ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალურ აკადემიაში» წევრად არჩევა საყოველთაოდ მიჩნეულია "უმაღლეს პატივად, რაც კი შეიძლება მეცნიერს მიეგოს"

დეტალებისთვის დაწკაპეთ ქვედა გამოსახულებები

აკად. თამაზ გამყრელიძის «ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალურ აკადემიაში» არჩევის შემდეგ აკადემიის დიდი დარბაზის ფოიეში გამოკიდებულია, სხვა დროშებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშა [აღსანიშნავია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან «ამერიკის ნაციონალურ აკადემიაში» მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებია წარმოდგენილი].

თამაზ გამყრელიძის გვერდი აკადემიის ვებსაიტზე

«ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის» ვებსაიტი

2006, ლონდონი

«ევროპის მეცნიერებათა აკადემიის» («Academia Europaea») ნამდვილი წევრი

2006, WAAS

«ხელოვნების და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის» (WAAS) წევრი

2007, ბუდაპეშტი

«უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის» საპატიო წევრი

2008, რიგა

«ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის» უცხოელი წევრი

2009, ზალცბურგი

«მეცნიერებათა და ხელოვნებათა ევროპული აკადემიის» წევრი

2009, ბრიუსელი

«მეცნიერებათა ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიის» წევრი (AIPS)

საპატიო წევრობა

1971, ვაშინგტონი

«ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების» საპატიო წევრი

19XX

«ევროპის ლინგვისტური საზოგადოების» წევრი

1986

«ევროპის ლინგვისტური საზოგადოების» პრეზიდენტი

19XX

«ინდო-ევროპული საზოგადოების» საპატიო წევრი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)

1994, ბონი

ბონის უნივერსიტეტის «საპატიო დოქტორი» – Dr. h. c.:

1995, ბონი

ჩიკაგოს უნივერსიტეტის «საპატიო დოქტორი» – Dr. h. c.:

ჯილდოები

2012

წმიდა გიორგის ოქროს ორდენი

2013 წლის 14 დეკემბერს, წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში, აკად. თამაზ გამყრელიძე დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

დეტალებისთვის დაწკაპეთ ქვედა გამოსახულებები

2009

80 წლის იუბილე

2009 წლის 23 ოქტომბერს «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ» საზეიმო ვითარებაში აღნიშნა აკადემიის პრეზიდენტის - აკად. თამაზ გამყრელიძის - დაბადებიდან 80 წლისთავი

დეტალებისთვის დაწკაპეთ ქვედა გამოსახულება

2000

მიენიჭა "თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება

1999

დაჯილდოვდა "ღირსების ორდენით"

1990

ივ. ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატი

1989

ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი

1988

ლენინური პრემიის ლაურეატი (მეცნიერების დარგში)

საზოგადოებრივი მოღვაწეობა

1985-89

«სსრკ უზენაესი საბჭოს» წევრი

აკად. თამაზ გამყრელიძე 1985 წლიდან იყო «სსრკ უზენაესი საბჭოს» წევრი, აგრეთვე საქართველოს დელეგაციის წევრი ქ.მოსკოვში 1989 წელს გამართული «სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობისა» (25 მაისი – 9 ივნისი), სადაც დეპუტატმა გამყრელიძემ თავის გამოსვლაში თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების თაობაზე მთელი მსოფლიოს გასაგონად ბრალი დასდო «საბჭოთა კავშირის» იმდროინდელ უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას.

დეტალებისთვის დაწკაპეთ ქვედა გამოსახულებები

გამოსვლის ტექსტი ვიდეოჩანაწერი
1990 - 1992

«საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს» წევრი

როგორც «საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს» წევრი, არის ერთ-ერთი ხელისმომწერი «საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისა» (1990 წლის 28 ოქტომბერი)

დაწკაპეთ ქვედა გამოსახულება

1992 - 2003

რამდენიმე მოწვევის «საქართველოს პარლამენტის» წევრი

აკად. თამაზ გამყრელიძე სხვადასხვა დროს იყო «საქართველოს პარლამენტის» საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი

სამეცნიერო შრომები

Thomas V. Gamkrelidze, “The Akkado-Hittite Syllabary and the Problem of the Origin of the Hittite Script”

«Archiv Orientální», 1961, 29/3

«სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი»

თბილისი, 1961: «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობა»

«სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. საერთო ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია» (გივი მაჭავარიანის თანაავტორობით), გიორგი წერეთლის რედაქციითა და წინასიტყვაობით

თბილისი, 1965: «თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა»

«Thomas V. Gamkrelidze, “A typology of Common Kartvelian”

«LANGUAGE» 42, 1966

Т.В. Гамкрелидзе, Современная диахроническая лингвистика и картвельские языки

«ВОПРОСЫ ЯЗЫКОЗНАНИЯ», 1971, №2:19-30 №3:34-48

Т.В.Гамкрелидзе, Лингвистическая типология и реконструкция системы индоевро-пейских смычных (соавтор: Вяч. Вс. Иванов)

«Конференция по Сравнительно-Истори-ческой Грамматике Индоевропейских Языков». Предварительные Материалы, Москва 1972

Thomas V. Gamkrelidze, Sprachtypologie und die indoeuro­päischen Verschlüsse (co-author: Vjacheslav V. Ivanov)

«PHONETICA» 1973

Thomas V. Gamkrelidze, "The Problem of “l’arbitraire du signe"

«LANGUAGE» 50, 1974

Thomas V. Gamkrelidze, Phonological typology and the hierarchical relations among phonemic units

«UNIVERSALS of HUMAN LANGUAGE», II: Phonology, ed. by J.H.Greenberg – C.A.Ferguson – E.A.Moravcsik, Stanford 1978; cf. «LINGUA» 35, 1975

«Sonantensystem und Ablaut in den Kartvelsprachen»

Günter Narr-Verlag, Tübingen, 1982 | co-author – G.Machavariani

«Индоевропейский язык и индоевропейцы». Реконструкция и историко-типологический анализ праязыка и протокультуры, тт. I/II. С предисловием Р.О. Якобсона

თბილისი, 1984: «თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა» | ვიაჩესლავ ივანოვის თანაავტორობით

«დეზაფრიკატიზაცია სვანურში. "გადაწერის წესები" დიაქრონიულ ფონოლოგიაში»

თბილისი, 1986: «თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა»

«წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა», აკაკი შანიძის რედაქციითა და წინასიტყვაობით

თბილისი, 1989: «თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა»

Thomas V. Gamkrelidze & V.V. Ivanov, «The Early History of Indo-European Languages»

SCIENTIFIC AMERICAN, March 1990

«Alphabetic Writing and the Old Georgian Script. A Typology and Provenience of Alphabetic Writing Systems»

«Caravan Books», Delmar, New York, 1994

«Indo-European and the Indo-Europeans». A Reconstruction and Historical Analysis of a Proto-Language and a Proto-Culture, 2 vols. English version by Johanna Nichols, with a Preface by Roman Jakobson

Mouton de Gruyter, Berlin - New York, 1994/95 | co-author – Vjacheslav V. Ivanov

Thomas V. Gamkrelidze, Selected Writings: Linguistic Sign, Typology, and Language Reconstruction («Innsbrucker Beiträge zur Sprachwissenschaft»

Innsbruck 2006), with Selected Bibliography and an Introductory Article by Rüdiger Schmitt

«ენა და ენობრივი ნიშანი» (სტატიების კრებული)

თბილისი 2008: «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია»

Thomas V. Gamkrelidze, Language Typology & Linguistic Reconstruction: A new Paradigm in Historical Comparative Linguistics («Indogermanistik und Linguistik im Dialog»)

Akten der XIII Fachtagung der Indogermanischen Gesellschaft vom 21. bis 27. September 2008 in Salzburg, WIESBADEN 2011.

Typology of Writing and the Origin of Alphabetic Script

«BNAS», 2007, №2, pp. 152-162

The “Principle of Complementarity” and the Nature of Linguistic Sign

«BNAS», 2007, №3, pp. 153-160

The Indo-European Glottalic Theory: A New Paradigm in Indo-European Comparative Linguistics

«BNAS», 2008, №1, pp. 140-143

Kartvelian and Indo-European: A Typological Comparison of Reconstructed Linguistic Systems

«BNAS», 2008, №2, pp. 154-160

The Problem of the Origin of the Hittite Cuneiform

«BNAS», 2008, №3, pp. 169 – 174

«Paradigms» in Linguistics and the Problem of the Isomorphism between the Genetic Code & Semiotic Systems

«BNAS», 2009, №2, pp. 194-197
Dedicated to the 80th Birthday of my friend & colleague Vyacheslav V. Ivanov, an eminent scholar of our time – Linguist,Semiotician, Culture Historian. (s. also: «Исследования по Лингвистике и Семиотике». Сборник статей к юбилею Вяч. Вс. Иванова. Российская Академия Наук. Институт Славяноведения, Москва 2010, pp. 11-15)

საგაზეთო სტატიები და გამოსვლები

«პირველი ქართული უნივერსიტეტი» და მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (პრობლემები, პერსპექტივები)

დიდი ქართველი ენათმეცნიერები: აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი წერეთელი


მეცნიერება, კულტურა, სარწმუნოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრების საიუბილეო თარიღის გამო

თამაზ გამყრელიძის გამოსვლა მისი უწმიდესობის რომის პაპის იოანე-პავლე II და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II შეხვედრაზე საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებთან 1999 წლის 9 ნოემბერს

ქართული სახელმწიფოებრიობა, აღმოსავლური ქრისტიანობა და ძველი ქართული კულტურა

რატომ არის საქართველო ევროპის ნაწილი და რატომ არიან ქართველები უძველესი ევროპელები

"ოქროს საწმისი" და ძველი კოლხეთის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობა ანუ რა ენაზე მეტყველებდა მეფე აიეტი? (ქართული სახელმწიფოებრიობის სამათასწლოვან თარიღთან დაკავშირებით)

ინდოევროპელები, ქართველები, სემიტები

"მწიგნობრობა ქართული"

“ვეფხისტყაოსნის” ლექსთწყობის საკითხები

«ქართული ენის თესაურუსი» ანუ «მასალები ქართული ენის დოკუმენტირებული ლექსიკონისათვის»


მეცნიერება და პოლიტიკა

1989 წლის 9 აპრილის თემა

დეპუტატ თამაზ გამყრელიძის გამოსვლა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე 1989 წლის 30 მაისს || Выступление депутата Гамкрелидзе Т. В. На Съезде Народных Депутатов СССР по вопросу трагических событий 9 АПРЕЛЯ 1989 г. В Тбилиси (Москва, 30 мая 1989 г.)

დაუშვებელია, რუსული ენა გამოვაცხადოთ ეროვნებათშორისი ურთიერთობის ოფიციალურ ენად || Выступление депутата Гамкрелидзе Т.В. на заседании Совета Национальностей Верховного Совета СССР, посвященном Обсуждению проекта Закона о языках народов СССР (24 апреля 1990 г.)

სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს სესიაზე. თამაზ გამყრელიძე სვამს საკითხს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრად საქართველოს მიღების შესახებ

ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიას, ბოსტონი; ბრიტანეთის აკადემიას, ლონდონი; ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიას, ვენა; საქსონიის მეცნიერებათა აკადემიას, ლაიფციგი ამავე აკადემიების უცხოელი წევრის თამაზ გამყრელიძის მიმართვა

ეკოლოგია და კულტურა. გამოსვლა «სსრკ მეცნიერებათა აკადემიის». საერთო კრებაზე (მოსკოვი, 27–29 დეკემბერი, 1988 წ.), რომელიც მიეძღვნა `ეკოლოგიის~ პრობლემების განხილვას

"ტრანსკავკასია" თუ "სამხრეთ კავკასია"?

“Закавказье” или “Южный Кавказ”?

"დეპუტატი" თუ "პარლამენტარი"

დავიცვათ ისტორიული სახელწოდებანი

ფოტოგალერეა

წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, 2012 წ.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, 2012 წ.

ვიდეოგალერეა

თამაზ გამყრელიძე - ნაწილი I

9 აპრილის თემა - I ნაწილი

თამაზ გამყრელიძე - ნაწილი II

9 აპრილის თემა - ნაწილი II