ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია – 2017
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭომ და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდმა 2017 წლის 2-3 ნოემბერს გამართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 75 წლისთავისადმი, აკადემიის პრეზიდენტის – აკად. გიორგი კვესიტაძის 75 წლისთავისადმი და მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური კონფერენცია შემდეგი მიმართულებებით:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები;
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია და ტექნოლოგია;
- მედიცინა და ჯანდაცვა;
- აგრარული მეცნიერებები.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. კონფერენციის მიზანი ახალგაზრდა მეცნიერთა კოორდინაცია, კონტაქტების დამყარება და დარგობრივი სამეცნიერო მოსაზრებების გაზიარება იყო.
კონფერენციას საკმაოდ მაღალი გამოხმაურება ჰქონდა. საორგანიზაციო კომიტეტმა მხოლოდ საუკეთესო თეზისები შეარჩია.
საბოლოოდ, ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 36 მომხსენებელმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
- საქართველოს ეკონომიკური უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი;
- საქართველოს შსს არქივი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში დოქტორებს, დოქტორანტებს, მაგისტრებსა და მაგისტრანტებთან ერთად მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის საფეხურის საუკეთესო სტუდენტებიც.
აღნიშნულმა კონფერენციამ სრულად უპასუხა თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნებს, როგორც ლოკალურ, ისე სართაშორისო დონეზე და იყო სამეცნიერო საზოგადოებაში ახალგაზრდების პრიორიტეტულობის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრესსამსახური