ნაიფ ალ–როდანის პრიზი (Nayef Al-Rodhan) კულტურათაშორისი ურთიერთგაგებისათვის
ბრიტანეთის აკადემია
ნაიფ ალ–როდანის პრიზი (Nayef Al-Rodhan) კულტურათაშორისი ურთიერთგაგებისათვის
ნაიფ ალ–როდანის პრიზი 2017 (რომელიც უდრის 25 000 ფუნტს) 2013 წელს დააწესეს იმისათვის, რომ დაეჯილდოვებინათ გამოჩენილი მეცნიერები აკადემიური მიღწევები კულტურათაშორისი ურთიერთგაგების სფეროში. იგი ილუსტრირებას უკეთებს კულტურისა და ცივილიზაციის კავშირს. დამატებითი დეტალებისათვის იხილეთ: www.britishacademy.ac.uk/alrodhanprize
პრიზით დაჯილდოვება გაიმართება 2017 წლის შემოდგომაზე ლონდონში.
პრიზზე წარდგენილი ნომინანტი შეიძლება იყოს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და არ არის აუცილებელი იყოს იმ ქვეყნის მუდმივი მცხოვრები, რომელშიც განთავსებულია აკადემია. ნაშრომი შეიძლება იყოს ჰუმანიტარულ ან სოციალური მეცნიერებების დისციპლინებიდან და ჰქონდეს წიგნის ან ნაშრომთან გათანაბრებული ფორმა (სტატიების სერია), რომელიც შესრულდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. (ე.ი. 2017 წლის პრიზისათვის 2012–2016 წლებში). ნაშრომი, რომელიც მრავალი ასპექტით დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, იქნება წახალისებული. ნომინანტები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი ეროვნების, განლაგებისა და ნებისმიერ ენაზე მოსაუბრენი.
ნომინაცია წარდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე მითითებული ფორმის მიხედვით ელექტრონულ მისამართზე, პრიზებისა და მედლების ოფისში: prizes@britac.ac.uk (ასევე კითხვებისათვის მიმართეთ აღნიშნულ განყოფილებას). ნომინაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 იანვარი.
წერილს თან ერთვის ნომინაციის წარსადგენი ფორმა