სამეცნიერო მოხსენება
2017 წლის 8 დეკემბერს მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების გაფართოებულ სხდომაზე მოხსენება „სივრცულ არეში ნიუმან-ლაპლასის ოპერატორის პირველი საკუთრივი მნიშვნელობის შეფასების შესახებ“ გააკეთა პროფესორმა ვლადიმირ გოლდშტეინმა (ბენ-გურიონის უნივერსიტეტი, ისრაელი).
მოხსენებაში სივრცულ არაამოზნექილ არეთა ფართო კლასში დამტკიცებული იყო ნიუმან-ლაპლასის და T-ლაპლასიანის ოპერატორების სპექტრის დისკრეტულობა. მოყვანილი იყო ნიუმანის პირველი არატრივიალური საკუთრივი მნიშვნელობის ქვემოდან შეფასება გეომეტრიული მახასიათებლების ტერმინებში. მიღებული შედეგები ეფუძნება სობოლევ-პუანკარეს უტოლობებში მუდმივების ფაქიზ შეფასებებს. ეს უკანასკნელი კი დადგენილია შედგენილი ოპერატორების გეომეტრიული თეორიის გამოყენებით.
სხდომაზე ვ. გოლდშტეინმა პასუხი გასცა დამსწრეთა (აკად. ვ. კოკილაშვილი, მეცნ. დოქტ. ა. მესხი, მეცნ. დოქტ. ვ. ტარიელაძე და სხვ.) შეკითხვებს.