საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდობა
2016 წლის 9 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არსებული ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. სხდომაზე წაკითხულ იქნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსის, ბიოლოგიის დოქტორის ზურაბ ხიდეშელის მოხსენება „მცენარეთა ფიტოსანიტარია და ეკოლოგიური უსაფრთხოება“.
მოხსენებაში განხილულ იქნა მცენარეთა დაცვის მნიშვნელობა, მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის თანამედროვე საკითხები და მათი ერთობლიობა-მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა. მოხსენება შეეხო მცენარეთა დაცვის პოლიტიკას – სახელმძღვანელო პრინციპებს, როგორიცაა ბიორაციონალური მიდგომა – მავნე ორგანიზმების არა მთლიანი განადგურება, არამედ მათი რიცხოვნობის შემცირება და სამეურნეო ზარალის უმნიშვნელო დონემდე დაყვანა; ინტეგრირებული დაცვის სისტემაში აგროტექნიკური, ფიტოსანიტარული და ბიოლოგიური მეთოდების ხვედრითი წილის გაზრდა; მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტურობის უზრუნველყოფა. აგრეთვე იყო განხილული ფიტოსანიტარული ღონისძიების ცნება, როგორც ნებისმიერი კონონმდებლობა, რეგულაცია ან ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მავნე ორგანიზმების გაჩენის ან გავრცელების პრევენციას. ასევე განხილულ იქნა აგროეკოსისტემების ფიტოსანიტარულ ოპტიმიზაციის, თითოეული აგროღონისძიების და მათი ერთობლიობის ფიტოსანიტარული როლის რეალურ შეფასების და ისეთი საკითხები, როგორიცაა სწორი აგროტექნიკა – ხანგრძლივი ფიტოსანიტარული კეთილდღეობის გარანტი; აგროტექნიკური მეთოდი – აგროეკოსისტემების ფიტოსანიტარული ოპტიმიზაციის ფონური ფაქტორი.
ამის გარდა განხილულ იქნა ის ფიტოსანიტარული ღონისძიებანი, რომელსაც უწევს რეკომენდაციას და პრაქტიკულად ანხორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრი.