ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა
2018 წლის 9 მარტს, პარასკევს, 1400სთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა, რომლითაც მოხდება ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა ჩართვა და მათი პოტენციალის ნაყოფიერი გამოყენება ანაკლიის ნავსადგურის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოებასა და კავკასიის რეგიონში საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო პოლიტიკის მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაში.
ერთობლივად შემუშავდება ექსპერტული დასკვნები, რეკომენდაციები და სამთავრობო გადაწყვეტილებების პროექტები, წარიმართება მეცნიერთა, სპეციალისტთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვა, რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას.