საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის

2007 წლის მოკლე ანგარიში

 

 

2007 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ (შემდგომში აკადემია) თავისი საქმიანობა და აკადემიის პრეზიდი­უმის სხდომების დიდი ნაწილი და­უთმო ქვეყნისათვის აქტუალური პრობლე­მების განხილ­ვას. განხი­ლულ საკითხებთან დაკავშირებით აკადე­მიის პრეზიდიუმის მოსაზრებები ეგზავ­ნებოდა ზემდგომ სა­ხელმწიფო ორგანო­ებს რეაგირებისათვის.

2007 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პარლა­მენტმა მიიღო `საქართვე­ლოს კანონი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ~, რო­მელიც ძალაში შევიდა 2008 წლის 1 იანვრიდან.

2007 წელს შედგა აკადემიის პრე­ზიდიუმის 15 სხდომა. სხდომებზე განხი­ლულ იქნა ქვეყნისათვის აქტუალური პრობლემური საკითხები:

– `ფარმაკოქიმიის განვითარე­ბის პერ­სპექტივები საქართველოში~ (მომხს. ფარმაც.მეცნ.დოქტ. ა.ბაკურაძე).

– `ქართული ღვინოების, ხილ-კენკრო­ვანთა წვენე­ბისა და მინერა­ლური წყლების ნატურალო­ბის მაჩვენებელი კრიტერიუმების დადგენის მეცნი­ერუ­ლი საფუძვლები~ (მომხს. სოფლის მეურ­ნე­ობის მეცნიერებათა აკადემიის აკად. ნ.ბაღათუ­რია).

– `გენმოდიფიცირებუ­ლი ორგანიზმების გლობალური გავრცელება~ (მომხს. აკად. გ.კვესიტაძე); `გენმოდიფიცირებულ პროდუქტთა გამოყე­ნების უსაფრთხო­ების შესახებ~ (მომხს. აკად. თ.ბე­რიძე).

– `მდინარე წყალ­წითელას ხეობაში ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო ხაზსა და სოფლებს: გელათს, ცუცხვათს, ნავენახევსა და გოდოგანს შორის მდებარე ტერიტორიისათვის `წყალ­წითელას ხეობის ეროვ­ნული პარკის~ დაცული ტერიტო­რიის კატეგორიის მინი­ჭების შესახებ~ (მომხს. აკად. გ.თევზაძე).

– `კლიმატის გლობალური ცვლი­ლება სამხრეთ კავკასიაში, მისი ნეგატი­ური ზემოქმედება გარემოზე და ზიანის შერბი­ლების გზები~ (მომხს. აკად. ც.მირცხუ­ლავა, ტექნ.მეცნ.დოქტ. გ.გავარდაშვილი და ფიზ.-მათ.მეცნ.დოქტ. ნ.ბეგა­ლიშვილი).

_ `საქართველოს მთიანეთში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის ხელშემწყობი პრობლემები~ (მომხს. საქართველოს მთიანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის სწავლული მდივანი გეოლ.-მინერალ.მეცნ.კანდ. ბ.გოი­შვილი).

აღნიშნულ პრობლემურ საკითხებზე პრეზიდიუმმა თავისი წინადადებები წარუდგინა საქართველოს მთავრობასა და სამინისტროებს.

მეცნიერული მოხსენებებით პრეზიდიუმის სხდომებზე გამოვიდნენ:

_ აკად.წევრ-კორ. გ.ნა­ხუც­რიშვილი – `კავკასიის მცენარეთა წითე­ლი წიგნის საერთაშორისო პროექტის შესახებ~.

– აკად.წევრ-კორ. ნ.ალექსიძე – `ქრონიკული სტრესი და აგრესია, როგორც პათო­ლოგიური ორგანიზმების ფორმირების წინაპირო­ბა~.

_ ფიზ.-მათ.მეცნ.დოქტ. ჯ.ხუბუა – `დიდ საერთაშორისო პრო­ექტებში (ცერ­ნისა და დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ­სტიტუტი) ქართველი ფიზიკოსების მონაწილეობის შესახებ~.

გაიმართა აკადემიის ჟურნალ `მო­ამბის~ ახალი გამოცემის პრეზენტაცია. წარმოდ­გენილ იქნა `მოამ­ბის~ ახალი გამოცემის 175-ე ტომი, #1. ჟურნალი დაიბეჭდა აკადემიის ახ­ლადდაარსებულ სტამბაში.

პრეზიდიუმმა განიხილა საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების – სა­მეცნიერო-კვლევითი დაწესებულე­ბების ექსპერტული შეფასების შედეგები.

2007 წლის 3 იანვრის მონაცემებით 2006 წელს საქართველოში იყო
67 დაწე­სებუ­ლება. სამეც­ნიერო განყოფილებებმა საექსპერტო დას­კვნების სა­ფუძველ­ზე 67-ვე სამეცნიერო-კვლევითი დაწე­სებულების 2006 წლის სამეცნიერო საქმიანობა დადებითად შეაფა­სეს.

პრეზიდიუმის დადგენილებით ვიცე-პრეზიდენტი აკად. ფ.თო­დუა დაინიშნა  აკა­დემიის პირველ ვიცე-პრეზიდენტად.

პრეზიდიუმმა აკადემიის პრეზიდენ­ტის მოადგილედ საერთო სა­კითხებში დაამტკიცა ბიოლ.მეცნ.დოქტ. ფ.კალანდა­რი­შვილი.

პრეზიდიუმმა განიხილა აკადე­მიის შენობაში ირ.აბაშიძის სახელობის ქარ­თული ენციკლოპედიის მთა­ვარი სამეც­ნიერო რედაქციის განთავსების საკითხი.

გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებუ­ლი სხდომა. აკადემიის პრე­ზიდენტმა აკა­დ..გამყრე­ლიძემ საქარ­თველოს პატრიარქის ილია II-ისამდგომ­ლობის შესა­ბამისად აკადემიის პრე­ზიდიმზე შემო­იტანა წინა­დადება  აკადემიის ცხოელ საპა­ტიო წევრად მსოფ­ლიო პატრიარქის, ყოვლად წმიდესის ბართლომეოს I-ის არჩე­ვის შესახებ.

პრეზიდიუმმა დაამტკიცა `საქართველოს მეცნიერებათა ეროვნუ­ლი აკადე­მიის ჟურნალ მოამბის~ სარედაქციო საბჭო და სარედაქციო კოლე­გია.

დამტკიცდა გამოჩენილ მეცნიერთა აკადემიური სახელობითი პრემიების მინიჭების სანიმუშო დებულება..

2007 წელს აკადემიის გამოჩენილ მეცნიერთა აკადემიური სახე­ლობითი პრე­მიები მიენიჭათ:

ა.რაზმაძის სახელობის პრემია ფიზიკა-მათემატიკის მეც­ნიერებათა დოქ­ტორს შაქრო ტეტუნაშვილს შრომათა ციკლისათვის – `ერთმაგი და ჯერადი ტრიგონომეტრი­ული მწკრივების შეჯამებადობისა და ერთადერთობის შესახებ~;

პ.ქომეთიანის სახელობის პრემია ბიოლოგიის მეც­ნიე­რებათა დოქტორს ზურაბ ქომეთიანს მონოგრაფი­ისათვის – `მრავალუბნიანი ფერმენტული სისტემე­ბის კინეტიკური ანალი­ზის საფუძვლები~;

ი.ბერიტაშვილის სახელობის პრემია ბიოლოგიის მეცნი­ერებათა დოქტორს გურამ ბექაიას შრომათა ციკ­ლისათვის – `ნათხემისა და შუამდებარე ტვინის ურთი­ერთობა და მათი როლი თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში~;

პ.მელიქიშვილის სახელობის პრემია ქიმიის მეცნი­ერე­ბათა დოქტორს ავთან­დილ დოლიძეს, ქიმიის მეცნი­ერებათა კანდიდატს ირმა მიქაძეს, ქიმიის მეცნიე­რებათა კანდიდატს მიხეილ ჟღენტს შრომათა ციკლისათვის – `საქართველოში ქიმიური ეკოლოგიის ზოგიერთი პრობ­ლემის კვლევა და გადაჭრა~;

ი.თარხნიშვილის სახელობის პრემია მედიცინის მეცნიე­რებათა დოქტორს მერაბ ბერაიას შრომათა ციკ­ლისათვის – `ჰემოდინამიკის თავისებურებანი მსხვილ სისხლძარღვებში და ათეროსკლეროზის ინიციალური ფაქტორები~.

აკა­დემიის პრეზიდენტი აკად. თ.გამყრელიძე არჩეულ იქნა უნგრეთის მეცნი­ერებათა აკადემიის სა­პატიო წევრად და ხელოვნებისა და მეცნი­ერების მსოფლიო აკადემიის (ჭორლდ Aკადემყ ოფ Aრტ ანდ შციენცე – ჭAAშ, აშშ) ნამდვილ წევრად. აკად. თ.გამყრელიძე შეხ­ვდა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სრულ წევრს აკად. ილგა იანსონს. გაიმართა მოლაპა­რაკება აკა­დემიებს შორის ხელ­შეკრულების დადებაზე.

რუსეთის საპატ­რი­არქოს მწვევით მოს­კოვში ვიზიტით იმყოფებოდა საქარ­თველოს დელეგაცია სრულიად საქართვე­ლოს კათოლიკოს-პატ­რიარქის უწმიდე­სისა და უნეტარესის ილია II-ის მეთაურო­ბით. დე­ლე­გაციის შემად­გენლობაში იყვნენ აკადემიის პრეზიდენტი აკად. თ.გამ­ყრელიძე და აკად. რ.მეტრე­ველი. ვი­ზიტი მიეძღვნა `რუსული მართლ­მადიდებლური ენციკ­ლოპე­დიის~ XIII ტომის გამოცემას, რომელიც არსე­ბითად საქართვე­ლოს ეხება და ქართველი ხალხის ის­ტორიისა და კულ­ტურის საკითხებს აშუქებს. იგი შედგენილია ქარ­თველ და რუს მეცნიერთა მონაწილე­ობით.

აკად.წევრ-კორ. ნ.ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გაიმართა მისი რჩეული შრომების სამტომეულის: 1. `ეს­თეტიკის საკი­თხები~, 2. `ესთეტი­კური საგნის ბუნები­სათვის~ და 3. `კულ­ტურა და ღირებულებები~ პრეზენ­ტაცია და ნაჩვენები იქნა დოკუმენტურ-პუბლიცის­ტური ფილმი `ნათელი იგი. . . ~.

გაიმართა აკად.წევრ-კორ. შოთა მესხიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბი­ლეო კრებულის პრეზენტაცია.

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვ­ნულმა კომიტეტმა აკადემიის სხდომათა დარბაზში გამართა ქართვე­ლი ის­ტორი­კოსის თამარ გამსახურდიასადმი მიძღვნი­ლი სამეცნიერო კრებულის პრეზენტაცია.

მათემატიკისა და ფი­ზიკის განყოფი­ლებამ ჩაატარა აბას­თუმნის ასტროფი­ზიკური ობსერ­ვატორიის დამაარსებ­ლის, აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, აკად. ევგენი ხარაძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბი­ლეო სხდომა.

მეცნიერების ისტორიის საქართვე­ლოს საზოგადოებამ აკა­დემიის, უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო დაწე­სებულებების მონაწილეობით საქარ­თველოს ტექნიკურ უნი­ვერსიტეტში გამართა მეცნიერე­ბის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. მეცნიერების ის­ტორიის საქართველოს საზოგადოების პრეზი­დიუმის გადა­წყვეტილებით მეცნი­ერების ისტორიის დარგში შექ­მნილი შრომები­სათვის პრემია მიენიჭა ტექნ.მეცნ. დოქტ. ლ.მგალობ­ლიშვილს. პრემიით აღინიშნა ჟურნალისტ თ.ებანოიძის მოღ­ვაწეობა პრესაში მეცნიერების პროპა­განდისათვის. ლაურე­ატებს პრემიები გა­დასცა აკადემიის აკადემი­კოს-მდივანმა აკად. ო.ნათი­შვილმა. ლაურეა­ტებს გადაეცათ, აგრეთვე, ვერცხლის მედ­ლები, რო­მლებიც შექმნა აკად. თ.სანაძემ.

Aაკადემიის წევრებმა 2007 წელს გამოსცეს 29 მონოგრაფია და წიგნი,
1 რუკის ელექტრონული ვერსია, 3 კრებული და გამოაქვეყნეს 304 სტატია.

2007 წელს აკადემიასთან არსებობდნენ შემდეგი დაწესებულებები და კომისიები:

ქართული ენციკლოპედიის ირ.აბაშიძის სახ. მთავა­რი სამეცნიერო რედაქ­ცია;

გ.წერეთლის სახ. `ვეფხისტყაოსნის აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტი;

ქრისტიანული თეოლოგიისა და რელიგიის ისტო­რიის შემსწავლელი კომი­სია;

საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია;

საქართველოს მთიანეთის პრობლემათა კომპლექ­სური შესწავლის კომისია;

კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლო­ბის კომისია;

ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის ისტორიის საბ­ჭო.

2007 წელს გამოვიდა აკადემიის შემ­დეგი პერიოდული გამოცემები:

ჟურნალ `საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბის~ ტ. 175, ## 1, 2, 3, 4 (ინგლისურ ენაზე);

`საქართველოს მათემატიკური ჟურნალის~ მე-14 ტომის 4 ნომერი (ინგლი­სურ ენაზე);

ჟურნალის `მემუარები დიფერენციალურ განტოლე­ბებსა და მათემატიკურ ფიზიკაში~ 3 ტომი: მე-40, 41-ე, 42-ე (ინგლისურ ენაზე);

ჟურნალ `საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნეს~ სერი­ები:

`ქიმია~, #1, 2, 3. (ქართულ, ინგლი­სურ და რუსულ ენებზე);

`ბიოლოგია~, სერია A , ტ. 33, ##1-6;

`ბიოლოგია~, სერია B, ტ. 5, #1, #2, #3-4 (ინგლისურ ენაზე);

`რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის მაცნე~, #1-2(27, 28), #3-4(29, 30);

`ფილოსოფია~, #1;

`ფსიქოლოგია~, #1;

ჟურნალი `მეცნიერება და ტექნოლოგიები~, 3 კრე­ბული, #1-3, #4-6, #7-9.  

2007 წელს აკადემიაში დაპროექტდა, დამონტაჟდა და მწყობ­რში ჩადგა ახალი კომპიუტერული ქსელის სის­ტემა.

2007 წლის 10-12 მაისს აკადემიის მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პროფე­სორი ვაცლავ პაჩეკი.  დაიდო `ურთიერთ­გაგების მემო­რანდუმი სამეცნიერო თანა­მშრომლობის სფეროში ჩეხე­თის მეცნი­ერე­ბათა აკადემიასა და საქართველოს მეც­ნიერებაა ეროვნულ აკადემი შო­რის~.

აკადემია 2008 წლის 1 იანვრის მდგომა­რეობით შედგებოდა 56 ნამდვილი წევრისა და 53 წევრ-კორეს­პონდენტისაგან.

აკადემიის 2007 წლის დაფინანსების გეგმა შეად­გენდა 1294 ათას ლარს.