აკადემიკოსი ევგენი ხარაძე

1929. 31.X - 2001. 10.X 


1924-1928 წწ.

–  სწავლობდა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის უმაღლეს კურსებზე;

1925 წ.

–  შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე;

1927-1931 წწ.

–  მუშაობდა თბილისში საქართველოს გეოფიზიკურ ობსერვატორიაში გამომთვლელად;

1930 წ.

–  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

1930-1931 წწ.

–  მუშაობდა სინოპტიკოსად ამიერკავკასიის ჰიდრო­მეტეოროლოგიური სამსახურის ამინდის ბიუროში;

1931-1934 წწ.

–  სწავლობდა ლენინგრადის თეორიული ასტრონომიის ინსტიტუტის ასპირანტურაში;

1932 წლიდან

–  საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი;

1936 წ.

–  საკანდიდატო დისერტაციის დაცვა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

1936-1972 წწ.

–  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის პროფესორი;

1937-1968 წწ.

–  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასტრონომიის კათედრის ხელმძღვანელი;

1948 წ.

–  სადოქტორო დისერტაციის დაცვა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

1950 წ.

–  საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად არჩევა;

1955 წ.

–  საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად არჩევა;

1959-1965 წწ.

–  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

1959-1973 წწ.

–  საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი;

1961 წ.

–  მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება;

1965-1970 წწ.

–  სრულიად საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი;

1967 წ.

–  საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად არჩევა;

1967-1989 წწ.

–  ჟურნალ "საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბის" მთავარი რედაქტორი; 

1972-1978 წწ.

–  საქართველოს სსრ  მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;

1976 წ.

–  საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა;

1978-1986 წწ.

–  საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;

1979 წ.

–  სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად არჩევა;

1984 წ.

–  სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევა;

1955, 1959, 1963, 1970 წწ.

–  საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV, V, VI, VIII მოწვევის დეპუტატად არჩევა;

1974, 1979,  1984 წწ.

–  საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს IX, X, XI მოწვევის დეპუტატად არჩევა;

1977 წ.

–  დაჯილდოვდა ი.გოგებაშვილის მედლით;

1974 წ.

–  დაჯილდოვდა პოლონეთის ნ.კოპერნიკის მედლით;

1979 წ.

–  მიენიჭა ა.ბელოპოლსკის სახელობის პრემია;

1983 წ.

–  მიენიჭა სომხეთის სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება..

დაჯილდოებულია: შრომის წითელი დროშის ორდენით (1951 წ.), 4-ჯერ ლენინის ორდენით (1955, 1961, 1966, 1977 წლებში), ოქტომბრის რევოლუციის ორდენით (1971), ხალხთა მეგობრობის ორდენით (1987), ღირსების ორდენით (1997). 

ძირითადი მონოგრაფიები, წიგნები და სახელმძღვანელოები:

    «Каталог показателей цвета 14000 звезд и исследование поглощения  света в Галактике на основе наблюденных избытков цвета» (Тб., Изд-во АН ГССР, 1952. 422 с.).

    «Задачи, методы и достижения астрономии с древнейших времен до конца текущего столетия» (Тб., Изд-во  «Мецниереба», 1995. 488 с.).

    "ვარსკვლავთა სპექტრალური კლასიფიკაცია" (თბ., უნ-ტის გამ.-ბა, 1999. 260 გვ.);

    "მზე და ვარსკვლავები" (ვ.კულიჯანოვთან ერთად), (თბ., 1999. 128 გვ.);

    «Основы астрономии» (учебник для студентов), (Тб., Изд-во Тбил. ун-та, 1971. 397 с.;

  "ზოგადი ასტროფიზიკის კურსი (ასტროფიზიკური დაკვირვებები, კვლევის მეთოდები, აპარატურა", სახელმძღვანელო სტუდენტე­ბისა­თვის), (თბ., თბილისის უნ-ტის გამ.-ბა, 1982. 471 გვ.).

––––––––––––––––––