აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე
(1930.16.XII 2010.28.II)

თავხელიძე ალბერტ ნიკიფორის ძე, დაბადებული 1930 წლის 16 დეკემბერს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ფიზიკოსი.

1957 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებaათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახ. მათემატიკურ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (მოსკოვი).


1963 წელს ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებულ ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (მოსკოვი).

 

ძირითად ნაშრომთა თემატიკაა ველის კვანტური თეორია, ელემენტარული ნაწილაკების თეორია, კვარკების თეორია, კვანტური ქრომოდინამიკა; ა. თავხელიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი (მოსკოვი), თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე,მსოფლიო ლაბორატორიის განყოფილების დირექტორი, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე.

ა. თავხელიძე სამეცნიერო ჟურნალ "საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის"მთავარი რედაქტორი, ბირთვულ გამოკვლევათა გაერთანებული ინსტიტუტის ჟურნალის "ელემენტარულ ნაწილაკთა და ატომური ბირთვის ფიზიკა" სარედაქციო კოლეგიის წევრი, ჟურნალის "FORTSCHRITTE DER PHYSIK *  PROGRESS OF PHYSICS" (ბერლინი) სარედაქციო კოლეგიის წევრია.

ა. თავხელიძეს მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (1973), ლენინური პრემია (1986), უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნ. ბოგოლიუბოვის სახელობის პრემია (1996), ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნა) პრემია (ორჯერ). იგი ავტორია აღმოჩენის "კვარკული თვლის წესები" (1987).
ა. თავხელიძე არჩეულია სახვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების წევრად.

აკადემიკოს ა. თავხელიძის ზოგიერთი ნაშრომი:

ТАВХЕЛИДЗЕ А.Н. (в соавт.), "Дисперсионные соотношения для реакции фоторождения p-мезонов на нуклонах". ЖЭТФ 32, №6, 1394-1403 (1957).

TAVKHELIDZE A. (in collab.), "Quasipotential approach in quantum field theory".  Nuovo cimento 29, №2, 380-399 (1963).

TAVKHELIDZE A. "Higher symmetries and composite models of elementary particles". High Energy Phys. and Elementary Particles Lectures presented at a Seminar Trieste, May 3-June 30, 1965. Vienna, p. 753-762 (1965).

TAVKHELIDZE A. (in collab.), "Dispersion sum rules and high energy scattering". Phys.Lett.,v.24B, №4б зю181-182 (1967).

TAVKHELIDZE A. (in collab.), "Automodelity in strong interactions". Lett.Nuovo Cim.5, p. 907-912 (1972).

TAVKHELIDZE A. (in collab.), "CP-noninvariant superweak interaction and baryon asymmetry of the Universe". "Неитрино-77", М."Наука", т.2, с.293 (1978).