«საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე»

2017 წელი, ტომი 11, N2


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კოორდინაციას უწევს მეცნიერულ კვლევებს საქართველოში და ამყარებს კავშირებს საზღვარგარეთის ქვეყნების აკადემიებთან და მეცნიერულ ცენტრებთან.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მდიდარი ეროვნულ-მეცნიერული ტრადიციები
აქვს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა.

ცნობილა, რომ ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ გამოჩენილი ქართველი მეცნიერების მიერ დაფუძნებულ იქნა კოლხეთის რიტორიკული სკოლა (IV საუკ.), სულიერი კულტურის კერები პალესტინაში (V საუკ.), სირიაში, საბერძნეთში (X-XV საუკ.) და ბულგარეთში (XI საუკ.), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XI-XII საუკ.) საქართველოში.

ჯერ კიდევ V საუკუნის პირველ ნახევარში იაკობ ცურტაველის მიერ შეიქმნა ქართული ლიტერატურის უდიდესი ძეგლი "წამება წმინდისა შუშანიკისაი", XII საუკუნეში კი შოთა რუსთაველის მიერ შეიქმნა ქართული გენიის მწვერვალი,  ეპიკური ნაწარმოები "ვეფხისტყაოსანი". ეს მოწმობს იმას, თუ რაოდენ ღრმა ცოდნა იყო საქართველოში ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში ამ დროისათვის.

   შუა საუკუნეების საქართველო გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი  მიღწევებით ფილოსოფიის ისტორიოგრაფიის, პოეზიის, ხელოვნების, არქიტექტურის, თეოლოგიის, კანონისა და კანონმდებლობის, ასტრონომიის, გეოგრაფიის, მედიცინის და მეცნიერების სხვა სფეროებში, რაც ქართველი და უცხოელი ავტორების უძველესი ხელნაწერებით დასტურდება.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, დაფუძნებულ იქნა 1941 წლის თებერვალში. პირდაპირი წანამძღვრები, რომელთაც მოამზადეს ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისათვის, იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში, სადაც გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში მრავალი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდა.

   
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში არჩეული პირველი თექვსმეტი წევრი მოღვაწეობდა ორ განყოფილებაში:

    *    მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განყოფილებაში
    *    
საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებაში.

     აკადემიის დამფუძნებელი აკადემიკოსები:

    *   გიორგი ახვლედიანი (ენათმეცნიერება)
    *   
ივანე ბერიტაშვილი (ფიზიოლოგია)   
     *   კირიაკ ზავრიევი (სამშენებლო მექანიკა)
     *   
ფილიპ ზაიცევი (ზოოლოგია)
     *   
ალექსანდრე თვალჭრელიძე (მინერალოგია, პეტროგრაფია)
     *   
კორნელი კეკელიძე (ფილოლოგია)
     *   
ნიკოლოზ კეცხოველი (ბოტანიკა)
     *   
არა კვარაცხელია (სუბტროპიკული კულტურები)
     *   
ნიკოლოზ მუსხელიშვილი (მათემატიკა, მექანიკა)
     *   
დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია)
     *   
აკაკი შანიძე (ენათმეცნიერება)
     *   
არნოლდ ჩიქობავა (ენათმეცნიერება)
     *   
გიორგი ჩუბინაშვილი (ხელოვნება)
     *   
გიორგი ხაჭაპურიძე (ისტორია)
     *   
სიმონ ჯანაშია (ისტორია)
     *   
ალექსანდრე ჯანელიძე (გეოლოგია)



აკადემიის დამფუძნებელთა ერთი ჯგუფი

         საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. იგი 30 წლის მანძილზე (1941-1972) ხელმძღვანელობდა აკადემიას. 1972-1977 წლებში აკადემიის პრეზიდენტი იყო ილია ვეკუა, 1978-1986 წლებში აკადემიკოსი ევგენი ხარაძე, 1986-2004 წლებში აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე. 2005 წლიდან აკადემიას სათავეში დგა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე; 2013 წლის 19 ივნისიდან აკადემი პრეზიდენტია აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.
                                                                                                                                                                   


       2011 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აღნიშნა «აკადემიის» დაარსებიდან 70 წელი და მისი პირველი პრეზიდენტის აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის დაბადების 120-ე წლისთავი.



(ვიდეო ფილმი)