“24 საათი”, N 31(580), 7 თებერვალი, 2004 წ., გვ. A 8.

რატომ არის საქართველო ევროპის ნაწილი
და რატომ არიან ქართველები უძველესი ევროპელები


თამაზ გამყრელიძე

აკადემიკოსი

Unesco-ს ეროვნული კომისიის

ვიცე-პრეზიდენტი.





საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხშირად აღნიშნავს, რომ ჩვენ, ქართველები, უძველესი ევროპელები ვართ, განსხვავებით დასავლეთ ევროპელებისაგან, რომლებიც “ძველ ევროპას” წარმოადგენენ, და აღმოსავლეთ ევროპელებისაგან, რომლებიც “ახალი ევროპელებია”. ამასთან დაკავშირებით დგება საკითხი, რატომ არის საქართველო ევროპა და არა აზია, როგორც ეს ტრადიციულად ითვლებოდა. ეს კითხვა დღეს ხშირად და განსაკუთრებით მძაფრად დაისმის საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებისა და სულ უფრო მზარდი ტენდენციის გამო საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა.



გაგრძელება AB გვერდზე.