Page 3
P. 3














ქართული და, ზოგადად კავკასიური კულტურა უძვე-
ლესი ფესვებითაა ნასაზრდოები. ყოველი ახალი მეცნიერული
აღმოჩენა თუ მიდგომა ამ თეზას ამყარებს და კიდევ უფრო
უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მას.
დმანისში (სამხრეთი საქართველო) აღმოჩენილი
ჰომინიდების თავის ქალის ანალიზი გვამცნობს, რომ არათუ
უძველეს დროში არსებობდა კავკასიაში მოსახლეობა, არამედ
შესაძლოა ეს მხარე ანთროპოგენეზის ერთ-ერთ ძირითად
რეგიონადაც განვიხილოთ [68].
მეცნიერებმა უძველესი შუმერული კულტურის აღ-
მოჩენისთანავე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ქართველურ და

შუამდინარეთში ხუთი-ექვსი ათასი წლის წინ გავრცელებულ
ენებს შორის არსებობდა ურთიერთკავშირი, იმავდროულად
მიუთითეს ტოპონიმიკასა და ონომასტიკონში, მითოლოგიის
სფეროში არსებულ ყურადსაღებ თანხვედრებზე [4, 60]. როგორც
ირკვევა, შუამდინარულ-ანატოლიურ-კავკასიური ეთნიკური
და კულტუროლოგიური თანხვედრები შემთხვევითი არ
არის, რასაც ადასტურებს თანამედროვე პოპულაციური გე-
ნეტიკური და ფილოგენეტიკური კვლევები, რომლებიც ასევე
მიუთითებენ სამიწათმოქმედო კულტურის მატარებელი ხალ-
ხების აღნიშნულ რეგიონში მოძრაობასა და ნათესაობას [2].
სწორედ მათ შეაქვთ და ამკვიდრებენ ევროპაშიც ცივილიზაციის
ძირითად ელემენტებს [69]. ეს კი უპირველესად გულისხმობს
მიწათმოქმედებას, მეტალურგიას, დამწერლობას და ა.შ.


3
   1   2   3   4   5   6   7   8