Page 5
P. 5





კულტურის ძეგლადაც იქნა აღიარებული. აღმოჩენილია ასევე
ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისები, რომლებიც
ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით თარიღდება
და ხელოვნების ღირებულ ნიმუშებს წარმოადგენენ.
საქართველოში ვაზსა და ღვინოს
ღრმა საკრალური დატვირთვაც ჰქონდა.
ქართლში IV საუკუნის დასაწყისში
ქრისტიანობის საქადაგებლად შემო-
სულ წმ.ნინოს ხელში ვაზისგან და-
მზადებული და საკუთარი თმით
შეკრული ჯვარი ეჭირა. ამ ფორმის ჯვარი
ქართული მართლმადიდებლური ეკ-

ლესიის სიმბოლოდ იქცა. ქართული ეკ-
ლესიის კარებიც ხშირად საუკუნოვანი
ვაზისგან კეთდებოდა ხოლმე. ვაზის
თემა ქართული ეკლესია-მონასტრების
დეკორში ერთ-ერთი უმთავრესია და
მნიშვნელოვან აზრობრივ დატვირთვას
ატარებს. წმიდა ნინოს ჯვარი
ვაზთან და ღვინოსთან და-
კავში რებული დღესასაწაულები და
რიტუალები ათასწლეულების წინ იღებენ დასაბამს და ქრის-
ტიანობის მიღების შემდეგაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა.
თვით ღვინო კი უმთავრესი საეკლესიო საიდუმლოებების
აღსრულების უმთავრეს ელემენტად იქცა.
საქართველო საუკუნეების მანძილზე ღვინის აქტიური
ექსპორტიორი იყო. ისტორიული დოკუმენტების მიხედვით,
ამ ქვეყნების რიცხვში არა მარტო უშუალო მეზობლები, არამედ
საკმაოდ შორეული ქვეყნებიც მოიხსენიებოდა.

5
   1   2   3   4   5   6   7   8   9   10