Page 10
P. 10






































ქირურგიული სკალპელები. ქართლი. ბრინჯაოს ხანა


მეფის ასულის სახელიდანაა ნაწარმოები. სავარაუდოდ,
მხოლოდ ქართულ ენაშია შემონახული ამ ორი ტერმინის
(წამალი – საწამლავი) თითქმის სრული იდენტურობა. დაახ-
ლოებით 30 საუკუნის შემდეგ გენიალური პარაცელსი იმავეს
იტყვის და სხვებთან ერთად საფუძველს დაუდებს დღევანდელი
ბიოსამედიცინო მეცნიერების განვითარებას [60, 62].
ძველი ბერძენი მწერლები და ისტორიკოსები ხში-
რად აღნიშნავენ ქართველური ტომების უზადო ცოდნას
მეტალურგიაში, ხოლო თანამედროვე მეცნიერების უდიდესი
ნაწილი ხაზს უსვამს ამ მეტად მნიშვნელოვანი კულტურული
მარკერის ყველაზე ადრე კავკასიასა და აღმოსავლეთ ანატოლიაში

10
   5   6   7   8   9   10   11   12   13   14   15