Page 12
P. 12
პალესტინის ქართული წარწერა. VI ს. ქრ.შ.-დან
რიღებას ცდილობენ მეცნიერები. საქართველო ერთი დიდი
არქეოლოგიური პოლიგონია და სათანადო სამუშაოების
გაფართოება სულ უფრო მეტ აღმოჩენას გვპირდება.
ქართული დამწერლობებზე კი, რომელიც მსოფლიოში
არსებულ 14 ორიგინალურ დამწერლობას შორის ერთერთია,
დებატები არ წყდება. ვამბობთ „დამწერლობებს“, რადგან
საუბარია სხვადასხვა ეპოქაში წარმოქმნილ სამი, მონათესავე
სახეობის დამწერლობაზე, რომელნიც სხვადასხვა ისტორიულ
ეტაპზე შექმნეს, მაგრამ თანადროულადაც არსებობდნენ და
გარკვეულად განსხვავებული ფუნქციაც გააჩნდათ (საეკლესიო,
საერო და ა.შ.). აღწერილია ასევე ე.წ. „კრიპტული დამწერლობაც“,
რომელიც ძირითადად მთიანი რეგიონის საკულტო და
საერო დანიშნულების შენობების ქვებზეა გამოსახული და
მოხაზულობით ძალზე წააგავს შუამდინარულ, ეგვიპტურ,
ხეთურ, იბერიულ და სხვა დამწერლობის გრაფიკას. მათზე
მუშაობა მიმდინარეობს.
12