Page 7
P. 7





მრავალფეროვნება. ყველაფერი ეს არქეოლოგიურ მასალასთან
ერთად ცხადყოფს, რომ ხორბლის ევოლუცია საქართველოში
ძველი პერიოდიდან მოყოლებული ინტენსიურად მი-
მდინარეობდა [70].
საქართველოში ხორბალსა და პურს ღრმა ეკლესიური
დატვირთვაც გააჩნია და დღემდე უმნიშვნელოვანესი ადგილი
უჭირავს საზოგადოების ცხოვრებაში.
ისტორიის ქარტეხილებს გადარჩენილი და კავკასიის
მაღალ მთებში მოსახლე ხალხი ათასწლეულების საიდუმლოს
ატარებს. ამ საკმაოდ მრავალრიცხოვანმა, ეთნოლოგიურად
ძალზე მრავალფეროვანმა მოსახლეობამ მრავალი ათეუ-
ლი საუკუნე გამოიარა ერთად და თვალნათლივ მრავალ-

ფეროვნებასთან ერთად, მრავალი ასპექტით ერთია ნობაც
მოიტანა. როცა ვსაუბრობთ ერთიან ქართულ და ზოგად-
კავ კასიურ კულტურებზე, მხედველობაში გვაქვს როგორც
გენეტიკურ–ანთროპოლოგიური [1, 9, 13, 49, 50], ასევე ენობრივი
[15] და კულტუროლოგიური სიახლოვე და ხშირად იდენტობაც
კი [5, 48, 65]. ქართული კულტურული დომინანტი კავკასიაში
განპირობებული იყო საუკუნეების მანძილზე ერთადერთი
დამწერლობით (სომხურის გამოკლებით), მეთაური სამეფო
დინასტიებითა და გარკვეული რელიგიური ცენტრალიზებით.
დღეს კულტურული ერების უმრავლესობა თავის
ეროვნულ მახსოვრობას ქრისტეშობამდე II ათასწლეულის
სიახლოვეს იწყებს. ეს არის დრო, როდესაც დიდი მიგრა-
ციები ხდება: გენეტიკური ნაკადების შერწყმა და დაშორება,
დღევანდელი გაგებით ერების წარმოქმნა და ა.შ. შუამდინა-
რული, ეგვიპტური, ანატოლიური (ხათურ-ხეთური), ჩინური
და ინდური უნიკალური კულტურების აღორძინება; მათი ჩა-
წე რა და არტეფაქტებად ქცევა სწორედ ამ ეპოქაშია დადას ტუ-

7
   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12