Page 9
P. 9
მედეა ბერძნულ ლარნაკზე. ანტიკური ეპოქა
ბოლომდე შეუცნობელი დარჩა. მედეამ ისინი ამ სიბრძნეს
საბოლოოდ მაინც არ აზიარა, რადგან ცოდნასთან ზიარების
მათეული გზა და მიზნები მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ვერც მედეასა და იაზონის საერთო შვილებმა გაიხარეს - ამ ორი
მონათესავე გენეტიკური და კულტურული სამყაროს ერთიან
ორგანიზმად ქცევა ბოლომდე არ მოხერხდა. დაშორება ბევრად
ადრე მოხდა და ისტორია პირუკუ ვეღარ დატრიალდებოდა
[62].
მკურნალობის ხელოვნების მედეასეული ცოდნა გან-
საკუთრებით დღეგრძელი შეიქნა. ბუნებრივი რესურსებიდან
აქტიური ნივთირებების კონცენტრირებით შხამების მიღება,
ხოლო მათი განზავებით წამლების დამზადება – ეს არის
ის უძირითადესი პრინციპი, რითაც დღესაც თანამედროვე
ფარმაცია და, საერთოდ, მედიცინა დღესაც სულდგმულობს.
საფიქრებელია, რომ თვით ტერმინი „მედიცინაც“ კოლხეთის
9