Page 14
P. 14
ტრადიციების გათვალისწინებით შეიძლება. მართალია, აქ
ძალზე თვალნათლივ იკვეთება წარმართობის დროინდელი
პლასტები: ფოლკლორი, წეს–ჩვეულებები, ტოპონიმიკა,
ონო მასტიკონი და სხვა. ასე მაგალითად, ფორმალური
არგუმენტებით დასაბუთებულია, რომ ქრისტიანობასა და
ქრისტიანულ ლიტერატურას საქართველოში დახვდა წარ-
მართული ქართული ლიტერატურა, კერძოდ, პოეზია თა-
ვისი ტრადიციული ფორმებით [64], მაგრამ, მეორე მხრივ,
შემორჩენილი ორიათასწლიანი არქეოლოგიური არტეფაქტები,
არქიტექტურა, ეთნოგრაფიული მასალა, ლიტერატურა, მუსიკა,
ქორეოგრაფია და ბოლოს, ქართველი (კავკასიელი) კაცის
მენტალობა, რომელიც დროის ამ მონაკვეთში ჩამოყალიბდა,
ეკლესიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული და შესაბამისად,
ქრისტიანულ მორალურ ქარგაზეა მოჭრილი. ყველაფერი
ძველი, ქრისტიანობამდელი, ადამიანის გონებით წვდომილი
არსად წასულა, არ დაკარგულა, ის ისტორიულ მეხსიერებაში
შემოინახა, მეცნიერულ აზრად ჩამოიქნა და საუკუნეების
განმავლობაში არაერთხელ იჩინა თავი, საბოლოოდ, რენესანსად
მოევლინა კაცობრიობას [51, 52].
ქრისტიანობა პირველად საქართველოში იესო ქრის ტეს
მოციქულმა – ანდრია პირველწოდებულმა სხვა სამ მოციქულ-
თან (წმ.სიმონი, წმ.მატათა და წმ.ბართლომე) ერთად იქა და-
გა და აჭარაში (სამხრეთ–დასავლეთი საქართველო) პირვე ლი
ეკლესია 38 წელს ააგო. სახელწიფო რელიგიად ქცევას თითქ-
მის სამი საუკუნე და კიდევ ერთი განმანათლებელი – წმ ნინო
კაპადოკიელი – დასჭირდა. სირთულე სრულიად ბუნებრი-
ვი იყო – კულტურული ერები რელიგიის (მასთან ერთად
ტრადიციების, მენტალობის) ცვლას იოლად ვერ ურიგდე ბიან
14