Page 18
P. 18
თუმცა, რადგანაც ბერძნული იმპერიის შემადგენლობაში
შედიოდნენ, ისინი ძლიერ ენობრივ ზეგავლენას განიცდიდნენ.
რელიგიური და ხალხთაშორისი ენა აქ ბერძნული იყო. ძველი
ისტორიკოსები და მწერლები აღნიშნავენ აქაურ სკოლებში
ქრისტიანული თეოლოგიის მძლავრ განვითარებას. სწორედ
კაპადოკიელი წმიდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი
და გრიგოლ ნაზიანზელი (IV ს.ქრ.შ.–დან) არიან ის პირველი
მოაზროვნეები, რომლებიც აცდნენ რა მწვალებლობის
განდრეკილ გზას, წარმატებით შეძლეს ქრისტიანობაში ნეო-
პლატონური იდეების შემოტანა – ქრისტიანობისა და ანტიკური
ფილოსოფიის ერთგვარი მორიგება. მათეულ ნეოპლატონიზმს
ევროპაში თითქმის ათასი წლის შემდეგ გაიხსენებენ, რაც,
როგორც ცნობილია, რენესანსის იდეოლოგიური საფუძველი
გახდება და მსოფლიოს ახალი გზით წაიყვანს [23, 34, 36, 51].
V-VII საუკუნეებში ეკლესია-მონასტრებთან არსებული
სკოლები დაწყებითი იყო და მათ პრაქტიკულ დანიშნულებას
ეკლესიის მსახურთა მომზადება წარმოადგენდა. აქ ძირითადად
საღმრთო წერილს ასწავლიდნენ. ასე იყო ეს შემდგომ
საუკუნეებშიც და როგორც ჩანს, სწავლება მშობლიურ ენაზე
მიმდინარეობდა, რადგან ქართულ და უცხოურ წყაროებში
აღნიშნულია შემთხვევები, როდესაც არისტოკრატიული
წარმოშობის, რელიგიაში ღრმად განსწავლული მოღვაწეები
ბერძნულ ენასაც კი არ ფლობდნენ. თუმცა, ქართველები
განათლების ბიზანტიურ სისტემასაც ეცნობიან, იქაურ სკო-
ლასაც და ბევრი მათგანი ამ სკოლებში ბერძნულ განათლებას
იღებს. ამავე პერიოდში ძლიერად ვითარდება საამშენებლო
ხელოვნება და ტექნიკა. შენდება დახვეწილი არქიტექტუ რი-
თა და მაღალი საინჟინრო აზრით ქმნილი მრავალი ეკლესია-
მონასტერი, საფორტიფიკაციო და საერო დანიშნულე ბის
ნაგებობები [47].
18