Page 23
P. 23





გრიგოლ ხანძთელის (759-861) მიერ გაშლილმა ფართო
მასშტაბის მოღვაწეობამ, ჰაგიოგრაფიული მწერლობის გან-
ვითარებაში შეტანილმა წვლილმა, მთარგმნელობითმა
საქმიანობამ, ფილოსოფიური ცოდნის გავრცელებამ მყარი
ნიადაგი შექმნა საქართველოში საგანმანათლებლო მოღვა წეო-
ბის აღმავლობისათვის [40].
მისი თანამედროვე და თანამოაზრე იყო მე-9 საუკუნის
გამორჩეული საეკლესიო მამა და „უვერცხლო მკურნალი“
– ილარიონ ქართველი (822-875), რომელიც იმდროინდელ
ოიკუმენაში დიდი და უზადო
სახელით სარგებლობდა. დი-
დად განათლებული, ბითინიის

ოლიმ პოს მთაზე მოღვაწე და
სასწაულთმოქმედებით სა ხელ-
განთქმული ბერი მალე კონს-
ტანტინოპოლში გამოიძახეს. იმ
ხანებში აღმოსავლეთ და და-
სავლეთ საქრისტიანოში წარ-
მოშობილი განხეთქილება სე-
რიო ზულ მასშტაბებს იღებდა.
რო გორც ჩანს, ბიზანტიის იმპე-
რატორი ბასილი მაკედონელი
და პატრიარქი ეგნატე შე- წმ. ილარიონ ქართველი, IX ს.
რიგების გზებს ეძებდნენ და
ამ საქმის მოსაგვარებლად რომში წასვ ლა წმინდა ბერს შეს-
თავაზეს, რომელიც ამავე დროს მაღალი არისტოკრატიული
წარმოშობისაც გახლდათ. ილარიონმა რომში 2 წელზე მეტი
დაჰყო და ამის შედეგად სქიზმამ რომსა და კონსტანტინოპოლს
შორის თითქმის ორი საუკუნით გადაიწია. პასუხს კითხვაზე,

23
   18   19   20   21   22   23   24   25   26   27   28