Page 28
P. 28





ოსტატები, კალიგრაფები და დამკაბადონებლები; აგრეთვე
ჩინებული მკურნალები და წამალთ დამაზადებლები, სოფლის
მეურნეობისა და ქიმიის, საინჟინრო საქმის მცოდნენი,
ასტრონომიაში გაცნობიერებულნი და ა.შ. ყველაფერი ეს
სამონასტრო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
საქართველოს მეფის დავით IV-ის მიერ XII საუკუნის
დასაწყისში მოწვეული იოანე პეტრიწი, რომელიც მანგანას
აკადემიაში მიქაელ პსელოსისა და იოანე იტალოსის მოწაფე
იყო. იოანე პეტრიწის დამსახურებით საქართველოში, გელათის
ახლადაშენებულ აკადემიაში ჩნდება ევროპულ სივრცეში ერთ-
ერთი პირველი რენესანსული ცენტრი, რომლის შესახებ ქვემოთ
ვისაუბრებთ.

ამავე ეპოქაში მნიშვნელოვან კულტურულ-საგან-
მანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ქართველთა სამონასტრო
კოლონია შავ მთაზე (ანტიოქიის მახლობლად, სვიმეონ
საკვირველმოქმედის მონასტერში). მეთორმეტე საუკუნეში
აქ სამოცამდე ქართველი მოწესე მოღვაწეობდა, რომელთაც
ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ბერძენ თუ არაბ მეცნიერებთან
და მწერლებთან. შავ მთაზე ქართველთა მიერ შექმნილი და
ნათარგმნი შრომები ფართოდ ვრცელდებოდა [44].
XI საუკუნის პირველ ნახევარში ქართველებმა
პალესტინაში, იერუსალიმის მახლობლად ააგეს ჯვრის
მონასტერი (მონასტრის მაშენებლად მოიხსენიება პროხორე
შავშეთიდან), სადაც ოთხმოცამდე ქართველი შემოიკრიბა. მათ
(საძმოს) ჰქონდათ ,,წესი და კანონი მონასტრისაჲ“, მსგავსად
წმიდა საბას ლავრისა. მონასტერს ნივთიერ დახმარებას უწევდა
საქართველოს მეფე ბაგრატ IV (1027-1072 წწ.) და დედამისი
- მარიამ დედოფალი. ჯვრის მონასტერში ფართო მასშტაბის
ლიტერატურული საქმიანობა გაიშალა. აქ ინტენსიურად

28
   23   24   25   26   27   28   29   30   31   32   33