Page 31
P. 31





სწორედ მაღალი ზნეობისა და ღრმა განათლების
პიროვნებას შეეძლო ეფიქრა ქვეყნის კულტურა-განათლების
ამაღლებაზე. სომეხი მემატიანე ვარდან ბარბერდეცი საგანგებოდ
აღნიშნავს, რომ დავითი ,,ძლიერ ზრუნავდა ცოდნის მოყვარე
ივერიის ხალხზე“. საქართველოს მეფეს ორმოცი ბავშვი აურჩევია
და ცოდნის მისაღებად საბერძნეთში გაუგზავნია, ,,რათა
ესწავლათ ენები, შეესრულებინათ თარგმანები და ჩამოეტანათ,
რაც მათ გააკეთეს კიდეც. სამი ამათგანი შემდეგში ცნობილი
გახდა თავისი მოღვაწეობით“. თავად სიტყვა „აღმაშენებელიც“,
უპირველეს ყოვლისა, სულიერ და შემეცნებით აღმავლობას,
ჭეშმარიტი ეკლესიის შენებას გულისხმობს.
და აი, ყოველმხრივ – ქვეყნის პოლიტიკური და

ეკონომიკური დონით, თუ საკუთარი თეორიული ცოდნით
- მზად მყოფმა დავით აღმაშენებელმა ,,მოიგონა აღშენება




























გელათის მონასტერი და აკადემია, XII ს.

31
   26   27   28   29   30   31   32   33   34   35   36