Page 33
P. 33





საგანმანათლებლო და სასწავლო-სამეცნიერო ცენტრად. 1110
წლისათვის სასწავლო ცენტრის (აკადემიის) მშენებლობა
დასრულებული იყო.
საქართველოს მეფე სწავლულ-მეცნიერებს ეძებდა
არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.
დავით აღმაშენებელი მაღალი კრიტერიუმებით უდგებოდა
სწავლულთა შერჩევას. აუცილებელი პირობა იყო ,,სიწმინდე,
სიკეთე, სისრულე, სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა
აღსავსეობა“. მეფის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო -
,,შემოეკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული
ყოველთა სათნოებითა“. ამგვარად, გელათის აკადემიაში
(უნივერსიტეტი) შეიკრიბნენ ქართული მეცნიერებისა და

კულტურის ყველაზე გამორჩეული პირები, რამაც ამ უმაღლესი
სკოლის, როგორც კულტურული და სასწავლო კერის,
მნიშვნელობა უაღრესად გაზარდა და ფრიად ავტორიტეტული
გახადა.
როგორც საყოველთაოდაა აღიარებული, აღმოსავლე-
თიდან სარენესანსო მოძრაობა უმაღლესი სკოლების დაარსებით
იწყება. ეს პროცესი კულტურათა შეხვედრის არეალიდან (სი რია-
პალესტინა) აღმოსავლეთით - ბაღდადამდე და დასავლეთში
- ბიზანტიასა და იტალიამდეც კი (ფლორენციის აკადემია)
ვრცელდება [23, 51, 52].
გელათის აკადემიაც ეპოქის პირმშო იყო და იმ დროის
კვალობაზე საზოგადოების წინაშე დასმულ პრობლემებს
ემსახურებოდა. სტრუქტურულად აკადემიას რექტორი -
მოძღვართმოძღვარი განაგებდა. თავის მხრივ, ამ ინსტიტუტის
არსებობა, მისი ხელმძღვანელის მაღალი პატივი და დაფასება
ნათლად უჩვენებს, საერთოდ, განათლებისა და, კერძოდ,
გელათის უმაღლესი სასწავლო ცენტრის - აკადემიის დიდ

33
   28   29   30   31   32   33   34   35   36   37   38