Page 37
P. 37
ჰუმანიზმით, არის ამ უკვდავი ნაწარმოების არსი. საგულისხმოა,
რომ სარაინდო რომანის ტიპზე აგებული ნარატივი ქართველი
ხალხის მიერ „მეორე ბიბლიად“ ხმობილი, საუკუნეების
განმავლობაში მისი მენტალური ტიპის მაფორმირებელ
წყაროდაც იქცა [27, 34].
XI-XIII საუკუნეები ქართული სახელმწიფოებრიობისა
და კულტურის ზეობის ოქროს ეპოქად ითვლება. მთელ
აღმოსავლეთ-დასავლეთში ერთ–ერთი უძლიერესი სახელმწი-
ფო, რომელმაცარაერთხელ დაამარცხა კოალიციური არმიები,
შეავიწროვა ბიზანტიის იმპერია და ინდოეთამდეც კი ილაშქრა
წარმატებით, მაინც რჩებოდა მშვიდობიან ცხოვრებაზე
ორიენტირებულ იმ ქვეყნად, სადაც მთავარი ღირებულება
ჰუმანიზმი, სიკეთისა და სილამაზის მსახურება გახლდათ. ამის
დასტურია უდიდესი წარმატებები თეოლოგიის, მეცნიერების
ცალკეული დარგების და ხელოვნების სფეროში და თუ
გნებავთ, ის ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლები, დღესაც
რომ ამშვენებს საქართველოს.
დიდად ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ხშირად ამ
„არაპოლიტიკურ“ საქმეთა მეთაურნი და შემოქმედნიც ქარ-
თველი მეფეები გახლდნენ. 2005 წელს გამოვიდა სოლიდუ-
რი გამოცემა „ბაგრატიონთა სამეცნიერო და კულტურული
მემკვიდრეობა“. შრომათა ამ კრებულიდან ირკვევა, რომ ევრო-
პის ბაგრატიონთა უძველესი (IX საუკუნიდან) სამეფო დინას ტია
საქართველოში მეცნიერებისა და ხელოვნების სამ ათეულა მდე
დარგის ფუძემდებლები და განმავითარებლები არიან. ალბათ,
ძნელია ამ ფაქტს ანალოგი მოეძებნოს [58].
უმძიმესმა ისტორიულმა ქარტეხილებმა – მონგოლების,
თემურ-ლენგის, სპარსეთისა და იმ დროს ახლად აღმოცენებუ ლი
ოსმალეთის შემოტევებმა საქართველო მეტად მძიმე პოლტიკურ
37