Page 41
P. 41
ირანის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში უაღესად
დიდი კვალი დატოვა: აღმშენებლობა, ლიტერატურისა და
ხელოვნების მეცენატობა, სოციალური და ეკონომიკური
აღმავლობა, დასავლური მეცნიერული ცოდნის გავრცელება და
ა.შ. [70]
აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ერეკლე II-ის
ასვლა ძირეულად ცვლის მდგომარეობას. მას უკვე კავკასიისა
და ჩრდილო–აღმოსავლეთ ანატოლიის 40–მდე ხანი ეყმობა.
ერეკლე იწყებს ქვეყნის ევროპულ ყაიდაზე მოწყობას. აარსებს
სასულიერო, სამხედრო, სამედიცინო პროფილის სკოლებსა
და საგანმანათლებლო ცენტრებს, აღადგენს სტამბას, იწვევს
უცხოელ სპეციალისტებს, ამყარებს დიპლომატიურ კავშირებს
როგორც რუსეთის საიმპერატორო კართან, ასევე ევროპელ
მონარქებთან. ის ძლიერ მოკავშირეებს ეძებს შიდა და გარეშე
მტრებისგან ქვეყნის გადასარჩენად. ერეკლეს გარდაცვალების
შემდგომ ეს მცდელობები რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს
ანექსიის საბაბად იქცა [31].
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
ქართველები ნიადაგ ცდილობდნენ
შეეღწიათ ევროპულ სივრცეში.
ამ მხრივ, უაღრესად საინტერესო
საეკლესიო, პოლიტიკური და
საზოგა დო მოღვაწე იყო სულხან-
საბა ორბელიანი (1658–1725), რომ-
ლის კალამს ეკუთვნის მხატვრული
და მემუარული ლიტერატურა,
პირველი ქართული განმარტებითი
ლექსიკონი, რომლის მნიშვნელობა სულხან-საბა ორბელიანი
დროთა განმავლობაში არათუ (1658-1725)
41