Page 46
P. 46
56 გენერალი იყო) ქართველი გენერალი იბრძოდა. ეს კიდევ
ერთხელ ამტკიცებს ქართველი ხალხის არა მარტო ბრძოლის
უნსრიანობას, არამედ მაღალ ინტელექტსაც [70].
XIX საუკუნეში საშუალება ეძლევა საშუალო და დაბალი
სოციალური წარმოშობის ადამიანებს უმაღლესი განათლება
რუსეთისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში მიეღოთ.
ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ბიძგი იყო განათლებული,
ინტელექტუალური ელიტის შექმნის გზაზე. ამ უნვერსიტეტებ-
ში განათლებამიღებულები უმეტესად მშობლიურ ქვეყანას
უბრუნდებოდნენ და თავის ცოდნას ხალხს ახმარდნენ.
შედეგად, ქართული მეცნიერებისა და კულტურის გარკვეულ
აღმასვლას ვხედავთ. მართალია, რუსეთის იმპერია კრაძალავდა
მშობლიურ ენაზე განათლებას და მით უმეტეს მეცნიერების
განვითარებას, მაგრამ იყო პროცესები, რომლის შეჩერება არავის
და არაფერს შეეძლო. თვით რუსული იმპერიის მმართველი და
საზოგადოების ცნობილი პირები აღიარებდნენ ქართული ენისა
(ვ.უსლარი) და კულტურის უნიკალურობას (ნ.დურნოვო),
მდიდარ ისტორიასა და დიდ პოტენციალს (მ.ვორონცოვი). ამავე
პერიოდში თბილისში, რომელიც კავკასიის უალტერნატივო
ცენტრია, იქმნება სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებები -
გეოგრაფიული, სამედიცინო, საისტორიო და სხვ., პირველი
ალპური კლუბი, კავკასიის საისტორიო მუზეუმი და სხვ. [6].
მალე თბილისი იმპერიის განაპირა პროვინციიდან,
როგორადაც ის თავიდან მოიაზრებოდა, კულტურისა და
მეცნიერების გარკვეული მიმართულებების ლიდერი და
კანონმდებელიც კი გახდა. აქ პირველად დაიბეჭდა საფოსტო
მარკა, გაკეთდა ეთერის ნარკოზი და დაიდგა რენტგენის
აპარატი, მოეწყო ველოტრეკი; მოსკოვისა და პეტერბურგის
შემდეგ ამოქმედდა ტელეფონი, რკინიგზა, ობსერვატორია,
46