Page 47
P. 47
ჩამოყალიბდა ოპერა, მუსი კა-
ლური სკოლა. თბილისი გა-
იზარდა და მრავალი ტიპის
არქიტექტურით დამშვენდა, მათ
შორის, უნიკალური მოდერ-
ნითაც.
ეროვნულ-გამათა ვისუფ-
ლებელ მოძრაობას XIX საუ კუ ნის
მეორე ნახევარში ილია ჭავჭა-
ვაძე და მისი თანამოაზრეები
ჩაუდგნენ, რითაც ქვეყანაში
ეროვნული თვითშეგნების აღ-
მავ ლობა და ბრძოლის ახალი, ილია ჭავჭავაძე
გააზრებული ეტაპი დაიწყო [10]. (1840-1907)
რუსეთის ცარისტული იმ-
პე რიის დაშლას საქართველოს ხანმოკლე თავისუფლება მოჰყვა
(1918-21 წლები). ამ არასრულ სამ წელიწადში ქართველებმა
მოახერხეს უნივერსიტეტის გახსნა, რომელშიც მთელ რუსეთ სა
და ევროპაში გაფანტულმა თანამემამულე პროფესურამ მოი ყა-
რა თავი და მეტად ძლიერი გუნდი შეადგინა. შეიქმნა სამეც ნიე-
რო დაწესებულებები, რომელთაც ინტენსიური მუშაობა გააჩა-
ღეს [7].
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია მეორე
მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1941 წლის თებერვალში შეიქმნა
და უმძიმეს პერიოდში აიდგა ფეხი. შეიძლება ამიტომაც არის
ის ასე რეზისტენტული პოლიტიკური პროცესების მიმართ.
მას სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ეწოდა.
47