Page 45
P. 45
ქიმიაში და მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის სახელი მოიხვეჭა
[37]. ასევე, მოსკოვში მცხოვრები ქართველი თავადი ილია
ნამჩევაძე გრუზინოვის [60] გვარით გახდა ცნობილი და, მეტად
ხანმოკლე ცხოვრების მიუხედვად, ფიზიოლოგიის ისტორიაში
დაიმკვიდრა ადგილი. ის ნაპოლეონის მოსკოვში შემოჭრას
ემსხვერპლა და „გმირი პროფესორის“ ეპითეტით იხსნიებდნენ
თანამედროვენი და მომავალი თაობებიც.
გამოჩენილი მეცნიერი ქიმიკოსი და კომპოზიტორი,
რუსული ოპერის ერთ-ერთი ფუძემდებელია ალექსანდრე
ბოროდინი (1833-1887), წარმოშობით ქართველი, რუსეთში
დამკვიდრებული ლუკა გედევანიშვილის ვაჟი. ის სამხედ-
რო-ქირურგიულ აკადემიაში ქიმიურ ლაბორატორიას
ხელმძღვანელობდა და ფუნდამენტური კვლევების ავტორია
ამ მიმართულებით. ა. ბოროდინმა წარუშლელი კვალი დატოვა
რუსულ კლასიკურ მუსიკაში: შექმნა უკვდავი ოპერა „თავადი
იგორი“, საფორტეპიანო პიესები, სიმფონიები, რომანსები და
სხვა.
მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი იყო ფიზიოლოგი ივანე
თარხანოვი (თარხნიშვილი, 1846–1908), რომელიც ასევე
რუსეთში მოღვაწეობდა და მეტად ღირებული წვლილი შეიტანა
ფიზიოლოგიის განვითარებაში [60].
ქართველებმა დიდი ამაგი დასდეს რუსეთის იმპერიის
სამხედრო ხელოვნების განვითარებას. უკვე ავღნიშნეთ
ალექსანდრე არჩილის–ძე ბაგრატიონის, როგორც საარტილერიო
საქმის დამფუძნებლის ღვაწლი. სახელგანთქმული სარდლის,
ბოროდინოსა და სხვა მრავალი ბრძოლის გმირის –პეტრე
ბაგრატიონის სახელი მსოფლიოს სამხედრო ისტორიაშია
შესული, მაგრამ, ასევე საყუღადღებოა, რომ მასთან ერთად
ნაპოლეონის წინააღმდეგ კიდევ 23 (სულ რუსულ არმიაში
45