Page 44
P. 44
ლიტერატურას, პრაქტიკულად ეხმარებიან მეცნიერებისა და
განათლების წინსვლას [22].
ალექსანდრე ბაგრატიონი (1674-1711) იყო მთარგმნელი
და საზოგადო მოღვაწე. რუსეთის იმპერატორის პეტრე I-ის
უახლოესი პიროვნება - ევროპაში განათლებამიღებული
პირველი არტილერისტი, ფელდცეხმაისტერი.
ქართლის სამეფო ტახტის უშუალო მემკვიდრე, დავით
ბაგრატიონი (1767-1819) წერს შრომებს ფიზიკასა და მედიცინაში,
მისი ძმა - იოანე ბაგრატიონი (1768-1830) ფილოსოფიაში,
ლექსიკოგრაფიაში, მედიცინასა და ისტორიაში [28, 52, 54, 60].
ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1757) უდიდეს ღვაწლს
შეიტანს გეოგრაფიისა და ისტორიის სფეროში. მისი
სამეცნიერო მემკვიდრეობა - საქართველოს სამეფოს აღწერა და
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მიმოხილვები - ნამდვილი განძია
ქართველოლოგიისათვის [66].
თეიმურაზ ბაგრატიონი (1782-1846) - პოეტი, დრამა-
ტურგი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მრავალ ენას ფლობდა,
იყო პარიზის სააზიო საზოგადოების ნამდვილი წევრი და
მარი ფელისიტე ბროსესთან ერთად ქართველოლოგიის
ფუძემდებლად შეიძლება იქნეს მიჩნეული [64].
ეს, რასაკვირველია, არასრული სიაა იმ ქართველი
მოღვაწეებისა, რომლებმაც რუსეთის სამეცნიერო ცხოვრებაში
ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ისინი აქტიურად
მონაწილეობდნენ მოსკოვის უნივერსიტეტის დაარსებაში,
იყვნენ აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოებების
წევრები. ლაფლანდიის გუბერნატორი, გენერალი პეტრე
ბაგრატიონი (ცნობილი მხედართმთავრის, გენერალ პეტრე
ბაგრატიონის ბიძაშვილი) თავის სამხედრო და სამოქალაქო
მოღვაწეობას ბრწყინვალედ უთავსებდა სამეცნიერო ცდებს
44