Page 39
P. 39
XVI საუკუნეში ქმნიან ბრწყინვალე სამედიცინო ნაშრომებს [60,
62]. ამავე საუკუნის შუა ხანებიდან იწყება მცდელობა ქართუ-
ლი სტამბის შესაქმნელად და მწიგნობრობის ასაღორძინებ-
ლად: გამოიცა ქართულ-იტალიური ლექსიკონი, სახარება,
„ვეფხისტყაოსანი“... [59]
როგორც ითქვა, კონსტანტინოპოლის დაცემამ სა-
ქართველოს ისტორიაში თითქმის ფატალური როლი შეასრულა,
თუმცა კაცობრიობის აზროვნების განვითარებაში გადამწყვეტი
და არაერთგვაროვანი მისია იტვირთა.
რენესანსული აზროვნება XI–XV საუკუნეებში ნელ–
ნელა იპყრობდა აღმოსავლეთის საქრისტიანოს. ანტიკური
აზროვნების ცენტრად, რასაკვირველია, ისევ ბიზანტიის
მრავალეროვანი იმპერია რჩებოდა. კონსტანტინოპოლის
დაცემამ უამრავი მეცნიერისა და მთელი სკოლების რომში
მიგრაცია გამოიწვია, რამაც თავის მხრივ დასავლეთ ევრო პულ
რენესანსს, ახალ, თანამედროვე ცივილიზაციას მისცა დასა ბამი.
ამ მეცნიერთა შორის იყო ტრაპიზონის ეპისკოპოსი, წარმო -
შობით ლაზი, შემდგომ რომის კათოლიკური ეკლესიის კარდი-
ნალი ბესარიონი. მისი დამსახურება მიმდინარე პროცესებ ში
დიდი და უდავო იყო (კათოლიკური ენციკლოპედია, 1913).
რენესანსული კულტურა, რომელმაც ფეხი აპენინის
ნახევარკუნძულზე აიდგა, მთელს ევროპას მოედო და
მშობლიურ აღმოსავლეთსაც სახეცვლილი, უფრო დახვეწილი
და ორგანიზებული მოევლინა. ევროპულმა ცივილიზაციამ
მუსლიმანურ გარემოცვაში მყოფ საქართველოშიც შემოაღწია,
რაც იმდროინდელ ქართულ საერო და სამეცნიერო ხასიათის
ხელნაწერებსა და ინკუნაბულებს ნათლად ატყვია. ყველაფერ ამას
კათოლიკე მისიონერთა მთელი ნაკადი მოჰყვა (XVI-XVIII სს.),
რამაც საინტერესო კვალი დააჩნია ქართულ საზოგადოებას
39