Page 34
P. 34
მნიშვნელობასა და გამორჩეულ დანიშნულებას საქართველოს
სახელმწიფოში.
გელათის აკადემიაში სწავლება trivium-quadrium-ის
პრინციპზე იყო აგებული. ე.ი. აქ შვიდი ძირითადი საგანი
ისწავლებოდა: გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, რიტორიკა,
გრამატიკა, ფილოსოფია, ასტრონომია.
უდიდესია გელათის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის,
როგორც საქართველოს პირველი საუნივერსიტეტო ტიპის
დაწესებულების მნიშვნელობა.
გელათის აკადემია პოლიტიკურად დაწინაურებული,
ეკონომიკურად ძლიერი და კულტურულად მაღალ-
განვითარებული ქვეყნის პირმშო იყო და ნათლად გვამცნობდა,
რომ საქართველოში განათლება და კულტურა ერთიანი
ფეოდალური სახელმწიფოს ძლიერების შესაბამის სიმაღლეზე
იდგა [27].
ამავე ეპოქაში იქმნება მაღალი დონის საეკლესიო
კანონთა და საერო სამართლის ძეგლები („დიდი სჯულის
კანონი“), რო მელთა განვითარება და ეპოქალური მოთხოვნების
შესატყვისად (ე.წ. „აღბუღას სამართალი“, „დასტურლამალი“ და
ა.შ.) პერიოდული დამუშავება ხდებოდა [46].
გელათის აკადემიის (შესაბამისად ქართული განათ-
ლებისა და მეცნიერების) ბედი საქართველოს სახელმწიფოს
ბედის ანალოგიური იყო. შემდგომმა უმძიმესმა საუკუნეებმა
განაპირობა საქართველოს დაღმასვლა. ამან კი, თავის მხრივ,
მნიშვნელოვნად შეაფერხა მეცნიერებისა და კულტურის
განვითარება და სახელოვანი უმაღლესი სასწავლო ცენტრის
არსებობის შეწყვეტაც კი განაპირობა.
ეჭვს გარეშეა, რომ გელათმა შეასრულა თავისი
ისტორიული მისია – განათლების, სიბრძნისა და რწმენის
34