Page 29
P. 29
მიმდინარეობდა წიგნების გადაწერა. იგი გახდა ქართული
მწერლობის ცენტრი პალესტინაში [27].
აღსანიშნავია, რომ XI-XII სს-ში ქართველები პალესტინის
სხვა მონასტრებშიც მოღვაწეობდნენ და ქართული კულტურის,
ქართული ლიტერატურისა და მეცნიერების განვითარების
სამსახურში იდგნენ. სავარაუდოდ, ქართველებს პალესტინაში
ოცამდე მონასტერი ჰქონდათ.
კავკასიური (კერძოდ, ქართული) სამყაროსათვის მე-
ტად მნიშვნელოვანი იყო 1045 წელს მანგანას აკადემიის
ბაზაზე კონსტანტინოპოლის უნივერსიტეტის დაარსება. ეს
საგანმანათლებლო ცენტრი ანტიკური აზროვნების განახ-
ლებისათვის იყო მოწოდებული. ასევე მნიშვნელოვანი იყო
ბაღდადის აკადემია, რომლის შექმნასაც ხელი შეუწყო ნიზი-
ბინის აკადემიამ. უცხოეთის უმაღლეს სასწავლო ცენტრებ ში
ბევრი ქართველი ეუფლებოდა ცოდნას. ცხადია, საქართ ვე ლოში
სრული ინფორმაცია ჰქონდათ იმდროინდელი მსოფლიოს
(განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის) საგანმანათლებ-
ლო საქმიანობის შესახებ. ბუნებრივია, სამეცნიერო ცენტრის
შექმნის სურვილი, თანაც სხვა ქვეყნების გამოცდილების
გათვალისწინებით, დიდი იყო. მაღალი დონის, მსოფლიო
სტანდარტების საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება
მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოს ხელეწიფებოდა.
XI საუკუნის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოში
შეიქმნა კეთილნაყოფიერი გარემო ხალხის სულიერი გან-
ვითარებისათვის, ფართო გზა მიეცა კულტურულ აღმ-
შენებლობას. ამასთან შეიქმნა რეალური საფუძველი მაღალი
დონის უმაღლესი განათლების ცენტრის - უმაღლესი სკო-
ლის დაარსებისათვის. ეს წანამძღვრები ასეული წლების
განმავლობაში ყალიბდებოდა. ტაო-კლარჯეთში გაშლილი
29