Page 32
P. 32





მონასტრისა“. ეს გადაწყვეტილება გულისხმობდა, რომ
სასულიერო ცენტრის გვერდით აუცილებლად უნდა
ყოფილიყო სასწავლო დაწესებულებაც - უმაღლესი სკოლა.
ამ უკანასკნელის ამოცანა, როგორც ზემოთაც ითქვა, უნდა
ყოფილიყო ,,სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად
სწავლულებისად“. მაღალი მოთხოვნის განხორციელება,
შესაბამისად, რთულიც იქნებოდა. მეფემ საგანგებოდ შეარჩია
ადგილი სამონასტრო კომპლექსის ასაგებად ქუთაისის
მახლობლად, ,,ხოლო სახელი მისი გელათი“. მშენებლობის
პარალელურად შეიქმნა უმაღლესი განათლების კერა - გელათის
აკადემია - უნივერსიტეტის ტიპის დაწესებულება [7,31].
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ხაზგასმით

გადმოგვცემს იმ მიზანდასახულობის შესახებ, რომელიც
საქართველოს მეფემ ახალ სასწავლო ცენტრს დაუსახა -
იგი უნდა გამხდარიყო ,,ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ
იერუსალიმად“ და ,, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა
საღმრთოთა შინა წესთა...“ როგორც ვხედავთ, ამოცანა
ძალზედ მნიშვნელოვანია: გელათში უნდა შერწყმულიყო
ყველა ის მაღალი ღირსება, რომელიც იერუსალიმსა (რწმენის,
ქრისტიანობის საფუძველი და ცენტრი) და ათენს (სიბრძნის,
საერთო ფილოსოფიური მეცნიერების, განათლების ცენტრი)
გააჩნდა; აქ ორი აზრის შეხვედრა-შეწონასწორება უნდა
მომხდრიყო: იერუსალიმური ქრისტიანობისა და ბერძნული
ანტიკური ფილოსოფიის. ამისთვის აქვე დაფუძნდა გელათის
აკადემია (უნივერსიტეტი), რომელიც ათენურ-იერუსალიმური
უმაღლესი სკოლების მემკვიდრე უნდა გამხდარიყო და უფრო
მაღალ საფეხურზეც (,,უაღრესსა მისსა“) ასულიყო.
ამგვარად, დავით აღმაშენებლის მიზანი ნათელი
იყო – გადაექცია გელათი მაღალი დონის კულტურულ-

32
   27   28   29   30   31   32   33   34   35   36   37