Page 35
P. 35
ცენტრად მოევლინა ქვეყანას. როცა გელათის აკადემიის
არსებობის შეწყვეტიდან თითქმის ოთხასი წლის შემდეგ
დაისვა უნივერსიტეტის დაარსების საკითხი, მისმა თაოსნებმა
და, უწინარესად, ივანე ჯავახიშვილმა ამ ახალი ტაძრის გახსნის
დღედ 26 იანვარი (ახალი სტილით 8 თებერვალი) დააწესეს.
ეს დავით აღმაშენებლის მოხსენიების დღეა. ამით გამოხატეს
ის აზრი, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
უნივერსიტეტი მემკვიდრეა ძველი ქართული განათლებისა და
კულტურის ტრადიციებისა, მემკვიდრეა გელათის აკადემიისა.
ასე რომ, ქართული უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების
ისტორია ათეულ საუკუნეებზე მეტს მოითვლის.
გელათის აკადემიის (უნივერსიტეტის) თანადროულად
აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, თელავის მახლობლად
დაფუძნდა იყალთოს აკადემია, რომელიც ასევე უმაღლეს
იყალთოს აკადემია, XI-XII ს.
35