Page 30
P. 30





კულტურული საქმიანობა, საზ-
ღ ვარ გარეთ არსებული ქართუ-
ლი კულტურის კერები, სახელ მო-
ხვეჭილი ქართველი მოღვაწეები და
საქართველოში შექმნილი მტკიცე
ეკო ნომიკური თუ პოლიტიკურად
მდგრადი ვითარება რეალურ სა-
ფუძველს ქმნიდა კულტურულ-
საგანმანათლებლო საქმიანობის ახა ლი
ეტაპის დაწყებისათვის [27, 31, 33, 36].
ნიშანდობლივია, რომ ახალი
ეტაპის დაწყება თავს იდო დავით

IV აღმაშენებელმა (1073-1125), რო-
მელიც სრულიად საქართველოს რეა-
ლური გამაერთიანებელი იყო (,,მეფე
აფხაზთა, ქართველთა, რან თა, კახთა,
დავით IV აღმაშენებელი
(1073-1125) სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა„) და
აღმოსავლეთის საქ რისტიანოს დიდ
ქომაგად ითვლებოდა (,,მახვილი
მესიისა“). დავით აღმაშენებელი თავად იყო ღრმად და
მრავალმხრივ განსწავლული პიროვნება. მემატიანე (,,ცხოვრება
მეფეთ-მეფისა დავითისი“) განცვიფრებული ყვება მის მიერ
წიგნისადმი განსაკუთრებული სიყვარულის თაობაზე. ის,
თურმე, ბევრს კითხულობდა მშვიდობიან და, რაც ძნელად
წარმოსადგენია, ბრძოლის დროსაც კი [31, 33, 58].
დავით აღმაშენებელი ავტორია შუა საუკუნეების
ქართული კულტურულ-იდეოლოგიური და ესთეტიკური
მრწამსის გამომხატველი ნაწარმოებისა ,,გალობანი სინა-
ნულისანი“ [8, 58, 61].

30
   25   26   27   28   29   30   31   32   33   34   35