Page 26
P. 26
ეს ჯამ ში 170 ერთეულია და თეოლოგიური ლიტერატურის
გარ და მოი ცავს უძველეს, საერო შინაარსის ფოლიანტებს ისტო-
რიაში, ფილოსოფიაში, მათემატიკაში, მედიცინაში, ფიზი კაში,
გეოგრაფიაში, ლოგიკაში, პროზასა და დრამატურგიაში. მათი
ავტორები კი, ქრისტიან წმიდა მამათა გარდა, არიან ჰომე როსი,
არისტოტელე, სოფოკლე, ესქილე, გალენი და სხვა. უდაოა,
ეს ფაქტი მონასტრის და ალბათ, მთლიანად იმდროინ დელი
ქართული სამეცნიერო აზრის საუკეთესო ტრადიციებზე, მა-
ღალ დონესა და ფართო ჰორიზონტზე მეტყველებს.
საინტერესოა, რომ ივერთა მონასტერში სამი სას-
ნეულო მოქმედებდა – სომატურ, ფსიქიურ და კეთროვან
ავად მყოფთათვის. აქ იყო სპეციალური წყალგაყვანილობა,
მომარაგებისა და სხვა უზრუნველყოფის ტიპიკონით გა-
თვალისწინებული სამსახურები [60, 62].
ქართული განათლებისა და კულტურისათვის გან-
საკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთა მონასტერს
ბულგარეთში - პეტრიწონში (ბაჩკოვო). იგი დაფუძნებული იყო
XI საუკუნეში, 1083 წელს, საბერძნეთის დასავლეთი მხარეების
დიდი დომესტიკოსის (მთავარსარდალი) და ვიპატოსის -
ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ. აღსანიშნავია, რომ
ამ პერიოდის ბიზანტიაში მრავალი ქართველი მოღვაწე ობ და
როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ სარბიელზე. ბიზან-
ტიის დედოფალი ქართველი მეფის ბაგრატ IV-ის ქალიშვილი
– მარიამი გახლდათ, სამხედრო ლიდერები კი ძმები - გრიგოლ
და აბას ბაკურიანისძეები. ისინი იმპერიაში მოღვაწე ქართველ
მეცნიერ–ხელოვანთა ხელშემწყობნი იყვნენ [41, 61].
ჩვენამდე მოაღწია პეტრიწონის ქართველთა მონასტრის
ტიპიკონმა, რომელიც დაწერილია ბერძნულად და ქართულად.
პეტრიწონის საგანმანათლებლო ცენტრს სათავეში ჩაუდგა
26

