Page 24
P. 24





თუ როგორ მიაღწია ასეთ მიზანს ბერმა, რომისა და ვატიკანის
ბიბლიოთეკებსა და არქივებში დაცული ფოლიანტები გა-
გვცემენ. ილარიონი კონსტანტინოპოლის მახლობლად ქარ-
თველთათვის სპეციალურად აგებულ რომანას მონასტერში
მო ციქულთა თანსწორად დაკრძალეს და წმიდანადაც შე რა-
ცხეს [62].
X-XI საუკუნეებში საქართველოს ფარგლებს გარეთ
მრავლად ფუძნდება ქართული საგანმანათლებლო ცენტრები,
სადაც, როგორც ირკვევა, ამ პერიოდში დიდი შესაძლებლობები
არსებობდა ერთა და კულტურათა შორის დიალოგისთვის -
როგორც ეროვნულის პროპაგანდის, ასევე უცხოურის მიღების
საკითხებზე.

X საუკუნის ბოლო ოცწლეულიდან (980-983 წწ.)
მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეო ბა
გაჩაღდა ათონის მთაზე - ივერთა მონასტერში. საქართველოს-
თან გეოგრაფიული სიშორე არ ქმნიდა დაბრკოლებას იმი სა-
თვის, რომ ეს ცენტრი თავისი საქმიანობით ქართულ სამყა როს-
თან მჭიდროდ კავშირში ყოფილიყო. ის, ფაქტობრივად, ათო ნის
ქართული აკადემია იყო. სრულიად მართებულად მიუთითა
კორნელი კეკელიძემ, რომ ათონის ივერთა მონასტერი და
მასთან არსებული სკოლა ტაო-კლარჯეთის (გრიგოლ ხანძ-
თელის სალიტერატურო სკოლა) ნიადაგზე აღმოცენდა და
მისივე ტრადიციით იკვებებოდა. აქ სამასი ქართველი ბერი
მოღვაწეობდა და ექვთიმე ათონელის ხელმძღვანელობით
მრავალი მათგანი ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და
კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ამ წმიდა მამამ ბიზანტიურ,
და აქედან გამომდინარე, მთლიანად ევროპულ ლიტერატურასაც
დიდი ამაგი დასდო, როდესაც ქართულიდან რამდენიმე მეტად
მნიშვნელოვანი ტექსტი („ბალაჰვარი“, „აბუკურა“ და „სხვანიცა

24
   19   20   21   22   23   24   25   26   27   28   29