Page 20
P. 20
ვანის ოთხთავი,
XII-XIII საუკუნეები
V საუკუნეში ბიზანტიის სამეფო კარზე პოლიტიკური
მიზნებით მოხვედრილი ქართველი უფლისწული მურვანოსი
დიდი მონდომებით დაეწაფა სასულიერო განათლებას. მან
თავისი გულმოდგინებითა და ნიჭით საყოველთაო აღტაცება
გამოიწვია იმპერატორის კარზე, სამეფო ტახტზე საბოლოოდ
უარი განაცხადა და ბერად შედგა. მას პეტრე უწოდეს.
მურვანოს-პეტრეს მუდამ თან ახლდა გამზრდელი, მეგობარი
და თანამოაზრე იოანე ლაზი. ისინი მალე განერიდნენ
კონსტანტინოპოლის სასახლეების ფუფუნებას და წმიდა მიწას
მიაშურეს. პეტრე იბერმა (ქართველმა), როგორც მას უწოდეს,
უდიდესი სახელი და პატივი დაიმსახურა თა ნამედროვეებში.
20