Page 17
P. 17
ქართული სამეცნიერო აზრი ადრეულ და შუა
საუკუნეებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში
განთავსებულ აკადემიებში განვითარდა. ისინი იმ საეკლესიო
სასწავლებლების ბაზაზე აღმოცენდნენ, რომლებიც ტრა დი-
ციულად ასტრონომიას, მათემატიკას, გეოგრაფიას, მედიცინას
და სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებებს ასწავლიდნენ [7, 10].
საქართველოში პირველი, ჩვენთვის ისტორიულად
დადასტურებული მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრი III-IV
საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა. ეს იყო ფაზისში დაარსებუ-
ლი რიტორიკული სკოლა (კოლხეთის აკადემია) - უმაღლესი
საფეხურის სასწავლებელი. ბერძენი ფილოსოფოსი თემის-
ტიოსი (317-388 წწ.) სიამაყით აღნიშნავს, რომ მან და მამამის-
მა ევგენიოსმა განათლება კოლხეთის რიტორიკულ სკოლა-
ში მიიღეს. თემისტიოსი აქებს სკოლის დამაარსებელს,
,,ბრძენსა“ და ,,სათნოს“ უწოდებს მას და ხაზს უსვამს, რომ
სკოლაში, მეზობელ ბარბაროსთა წესების მსგავსად, ისრის
ტყორცნას, ოროლის სროლასა და ჯირითს კი არ ასწავლიდ-
ნენ, არამედ რიტორიკულ ხელოვნებას. თემისტიოსის ცნობით,
კოლხეთის რიტორიკული სკოლა თავისი მიმართულებითა და
სწავლების შინაარსით ბერძნული და რომაული სკოლებისა-
გან არ განსხვავდებოდა. აქ ფილოსოფიასა და ორატორულ
ხელოვნებასთან ერთად ასწავლიდნენ ლიტერატურას, სა-
მართლის საფუძვლებს, ასტრონომიას, მუსიკას, მათემატიკის
ელემენტებს. ამ სკოლის კურსდამთავრებულ კოლხებს, თურ-
მე, ელინთა დღესასწაულებზე თავი მჭევრმეტყველებით
გამოუჩენიათ [51].
ქართველური ტომებით იყო დასახლებული შავი
ზღვისპირეთის აღმოსავლეთი, ჩრდილო- და სამხრეთ–
აღმოსავლეთი სანაპიროები, პონტოს სამეფო და კაპადოკია.
17