Page 13
P. 13
ქართული მატიანე აღნიშნავს, რომ „მწიგნობრობა
ქართული“ ელინისტურ ეპოქაში (III ს. ქრ.შ.-მდე) შეიქმნა.
თუმცა, ამ პასაჟში ზუსტად რა იგულისხმება, ძნელი სათქმელია.
ზემოაღნიშნული ქართული დამწერლობები (მრგვლოვანი,
ხუცური და მხედრული), როგორც ჩანს, ქრისტიანულ ეპოქაში
დაიხვეწა, ახალ ქრისტიანულ იდეას მოერგო და განვითარდა.
ისინი თავისი სტრუქტურით ფინიკიური, ძველებრაული და
ბერძნული ალფაბეტების მსგავსია.
დიდი ხანია, მეცნიერთა პასუხს ელის კითხვა, თუ ვინ
ცხოვრობდა ელინთა მოსვლამდე კონტინენტურ ბალკანეთსა
თუ კუნძულებზე, მცირე აზიაში. პელაზგები? მაგრამ რა
ენაზე ლაპარაკობდნენ ისინი და ყველა ის ვინც A-ხაზოვანი
დამწერლობით წერდა? კუნძულ კრეტაზე ნაპოვნი ფესტოს
დისკო, რომელმაც აგერ უკვე საუკუნეზე მეტია თავსატეხი
გაუჩინა მეცნიერებს, საბოლოოდ ქართველური (ზანური) ენის
დახმარებით იქნა გაშიფრული. ვფიქრობთ, რომ, როგორც კი
ეს მეცნიერთა მიერ საბოლოოდ იქნება დადასტურებული და
აღიარებული, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი [38, 65].
თანამედროვე სალიტერატურო ქართული, რომელიც
საერთოქართულ ფუძე ენას ყველაზე გვიან გამოეყო,
ქრისტეშობამდე III საუკუნეში იქნა აღიარებული სახელმწიფო
და სამწიგნობრო ენად. ზანური (მეგრულ–ლაზური) და
სვანური ენები, რომლებიც დღესაც არსებობენ, სალიტერატურო
ქართულის წინაპრებად მოიაზრებიან და ამ რელიქტური ენების
შესწავლა უდიდეს მნიშვნელობას იძენს როგორც ლინგვისტურ,
ასევე, ზოგადად, ისტორიულ ასპექტში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისტორია თვა ლით
და გონებით მიუწვდომელ სიღრმეებში იკარგება, ლაპარაკი
ქართულ კულტურაზე ძირითადად მხოლოდ ქრისტიანული
13