Page 15
P. 15





და მისი გარდაუვალად მიღების შემთხვევაში განსხვავე ბულ,
მათთვის იმანენტურ რელიგიურ ფორმებს ქმნიან [62].
ქრისტიანობის გავრცელებამ და სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადებამ ხელი შეუწყო ეკლესია-მონასტრებთან სასწავლო
დაწესებულებების დაარსებასა და, შესაბამისად, განათლების
სისტემის განვითარებას. ბუნებრივია, ქართული სამეცნიერო
აზრიც მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანულ
რელიგიასთან კავშირში ვითარდებოდა, თუმცა, როგორც ითქვა,
წარსული კავკასიელებს ძალუმად ექაჩებოდა უკან. ეს ის ძალა
გახლდათ, რაც თავად აღმოსავლურ ეკლესიაში მრავალი სახის
მწვალებლობის აღმოცენების და გავრცელების საფუძვლად
იქცა. ფაქტია, ყველა სახის მწვალებლობა რელიგიაში განსჯის,

გონისმიერი საწყისის გაძლიერების მაჩვენებელი იყო. მე-
ტაფიზიკურის ფიზიკური კანონებით ახსნის მცდელობა
გახლდათ ის არასწორი გზა, რასაც თავისი დროის მრავალი
გამოჩენილი, მაღალი ინტელექუალური შესაძლებლობის
კლერიკალი ადგებოდა და, საბოლოოდ, შეუვალ წმიდა მამათა
მხრიდან ანათემით და სამუდამო წყევლით ამთავრებდა
მოღვაწეობას. ძალზე მცირედის ხვედრი აღმოჩნდა, სწორად
დაენახა სულიერი და გონიერი განვითარების გზა და მათი
ჰარმონიული შერწყმის ოქროს შუალედი ეპოვნა. საქართვე-
ლოში, ისევე როგორც ეგვიპტეში, ანტიოქიასადა ბიზანტია-
ში, ქრისტიანობის გავრცელებისა და გაბატონების პირველ
ხა ნებში ჯერ კიდევ მოქმედებდა სკოლები და აკადემიები, სა-
დაც ანტიკური სიბრძნე ძველებური მოცულობით ისწავლებო-
და. მომდევნო ხანაში, რასაკვირველია, ეს საფუძვლიანად
შეიზღუდა, თუმცა, დასავლეთ საქრისტიანოსგან განსხვავე ბით,
სრულად არ ამოძირკვულა და სქოლასტიკის ბატონობის ერა არ
დამდგარა.

15
   10   11   12   13   14   15   16   17   18   19   20